დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველი ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/07 20:24:04

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იმერეთის რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებს შეხვდა


შეხვედრაზე იმერეთში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრეს, განიხილეს  ამ საკითხთან დაკავშირებული  პრობლემები, მიმდინარე ცვლილებები.


ნანუაშვილის განცხადებით,  დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს შეხვედრებს, რადგან მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ სამოქალაქო სექტორიდან.


„გვინდა, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის როლი შევასრულოთ და ხალხისთვის საინტერესო საკითხები მივაწოდოთ შესაბამის სტრუქტურებს“.


უჩა ნანუაშვილის თქმით, არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება სამომავლოდ. მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური ქსელის გაძლიერება, ახალი თანამშრომლების მიღება, მჭიდრო ურთიერთობის დამკვიდრება არასამთავრობო სექტორის წარმომადგფენლებთან, ვინაიდან, მისი განცხადებით:  „საჭირო და აუცილებელია არასამთავრბო ორგანიზაციებთან მჭიდრ ურთიერთობის დამყარება. ლოკალურ დონეზე მოქმედი ენჯეო სექტორიდან შეგიძლია მიიღო უფრო მეტი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით კონკრეტულ რეგიონში-განაცხადა ნანუაშვილმა.


სახალხო დამცველმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უახლოესი სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ერთ თვეში იგეგმება  „სპეციალური ანალიტიკური დეპარტამენტის“  შექმნა, რომლის თანამშრომლები მოამზადებენ სპეციალურ ანგარიშს რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.


„ უნდა გაძლიერდეს რეგიონალური ოფისები და მათ დამოუკიდებლად უნდა შეეძლოთ გადაწყვეტილებების მიღება“-განაცხადა ნანუაშვილმა.


მისი თქმით, ამიერიდან, ყოველი თვის ბოლოს სახალხო დამცველი შეხვდება ჟურნალისტებს და მათთან ერთად შეაჯამებს გასული თვის მუშაობის შედეგებს. ასევე თებერვლიდან, ყოველი თვის ბოლო პარასკევს სახალხო დამცველიის ოფისი, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, გამართავს სახალხო დისკუსიას აქტუალურ თემებთან დაკავშირებით.  პირველი ასეთი შეხვედრა ნანუშვილმა 24 თებერვლისთვის დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, ხუდონჰესის მშენებლობის საკითხის განხილვას დაეთმობა.


სახალხო დამცველმა გეგუთის ციხეში მიმდინარე პოროცესებზეც  გააკეთა განცხადება.


„ ციხეში 800 პატიმარი შიმშილობს, იქ მიმდინარე რეფორმების პროტესტის მიზნით. ჩემი აზრით, დიდი შეზღუდვებია საპატიმროებში და, ერთის მხრივ,  გასაგებია პატიმრების პროტესტი, თუმცა, მეორეს მხრივ, საჭიროა დისციპლინა. მე პირადად,  იქ ყოფნის დროს საგანგაშო ვერაფერი დავინახე. მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ: აიკრძალოს გარკვეული შეზღუდვები, რაც არის საპატიმროებში, ეს არის კანონით განსაზღვრულკი წესები (პაემნები, საკვები, ამანათები) და ასევე, სამი მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოქცევის  ფაქტების გამოძიებას და შესაბამისად ამ დანაშაულის ჩამდენი ადამიანების პასუხისგებას მოითხოვენ. მე პირადად ვნახე ის ადამიანები და დადასტურდა მათი იარები, მაგრამ როგორ და რა გარემოებაში მოხდა ეს ყველაფაერი, გამოძიება დაადგენს.“-განაცხადა ნანუაშვილმა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2504
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია