დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატიმრების შიმშილობის აქცია გეგუთში
გეგუთში პატიმრებს ემუქრებიან:"რაც ნაციონალებმა გაგიკეთეს, უარესს გაგიკეთებთო"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/07 16:56:57

 გეგუთის კოლონიაში 1000–მდე პატიმარი შიმშილობს. შიმშილობა ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო.  პატიმრების შიმშილობის მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ხურციძის ცემის ფაქტია, თუმცა პატიმრების შიმშილობას სასჯელაღსრულების მინისტრი  სოზარ სუბარი ციხეების გამკაცრებას უკავშირებს. მისი განცხადებით,  კვირაზე მეტია, რაც სასჯელაღსრულების გეგუთის დაწესებულებაში შიმშილობის დაწყებას აპირებდნენ, ამაზე ინფორმირებულიც კი იყვნენ.


სოზარ სუბარი (სასჯელაღსრულების მინისტრი):

_უკვე კვირაზე მეტია, გეგუთის  კოლონიიდან მომდიოდა ინფორმაცია, რომ  პატიმრები შიმშილობას აპირებდნენ. ამ პატიმრების შიმშილობა,   ფაქტობრივად, უკავშირდება „პატიმრობის კანონში“ ცვლილებების შეტანას და სხვა არაფერს, ამიტომ გეგუთის პატიმრები მიზეზს ეძებდნენ.  რა თქმა უნდა, პატიმრებს არ მოსწონთ, რომ რეჟიმი მკაცრდება და ამიტომ შიმშილობენ.


გეგუთში ნაცემი პატიმრის დედა აცხადებს, რომ გეგუთის მე-6 დაწესებულებაში ციხის დირექტორმა და რეჟიმის უფროსმა მის შვილს სცემა და დაემუქრნენ, რაც ნაციონალებმა გაგიკეთეს იმაზე უარეს გაგიკეთებთო.


ემა ხურციძე (ნაცემი პატიმრის დედა):

 

_ადვოკატი გამოვიდა ახლა, მან ნახა, რომ ჩემს შვილს დაზიანებები აღენიშნება, მას  გეგუთის მე-6 კოლონიის  დირექტორმა და რეჟიმის უფროსმა სცემეს. უებნებოდნენ, რაც ნაციონალებმა  გაგიკეთეს იმაზე უარეს გაგიკეთებთო. 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია