დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნაციონალები“ ახალ სისხლს ისხამენ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/06 16:12:08

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზენტაცია გამათა, სადაც პარტიაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს.

 

საქართველოს პარლამენტის წევრი გრიგოლ ვაშაძე:

 

„მთავარია, მეტი აქტიურობა, მეტი თავისუფლება, გახსნილობა და შიდა დემოკრატია, რაც აუცილებელია ნებისმიერი პორტიის განვითარებისათვის. ამ ყველაფერში იგულისხმება ის, რომ, იქმნება რაიონული საბჭოები, რომელთა მმართველებას არა პირდაპირ დანიშნავენ, არამედ აირჩევენ მათი მხარდამჭერები. პრაიმერის გზით გამოვლინდება ჩვენი პარტიის მერობის და გამგებლობის კანდიდატებიც.  ჩვენ ნებისმიერი შიდა დემოკრატიისათვის გახსნილები ვხდებით. ევროპული მომავალი, მმართველობის თავისუფალი სისტემა, ეს არის პრიორიტეტები.  არ უნდა მოხდეს ძალაუფლების დემონსტრაცია ისე, როგორც ხდებოდა ადრე და, სამწუხაროდ, როგორც არის დღეს. მზადებას ვიწყებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის“.

გრიგოლ ვაშაძის  განცხადებით, პარტიას ახალი წევრები უკვე შეემატა და შემდეგშიც არაერთი ახალი სახე გამოჩნდება მათ რიგებში.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია თევდორაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა.


„დღვანდელი სავსე დარბაზი მოწმობს იმას, რომ საზოგადოებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ინტერესი არ გამქრალა. დღეს ჩვენ  მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენს ქვეყანაში  არსებული პოლიტიკური რეალობის შესაბამისად, უნდა მოვახდინოთ ტრანსფორმაცია. უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა არჩევნებში დამარცხებული პარტია არ გამქრალა პოლიტიკური რუკიდან და კვლავაც განაგრძობს ბრძოლას დემოკრატიის ამაღლებისათვის,“ – განაცხადა გია თევდორაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2978
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია