დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საარჩევნო კოდექსი თუ არ შეიცვლება, არჩევნები ჩაიშლება“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/06 15:26:37

დღეს სტუდია „რეპორტიორში“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ  პრესკონფერენცია გამართა.

 

პარტიებისა და არასამთავრობო ორგაიზაციების მოთხოვნა, მერებისა და გამგებლების არჩევისათვის 50% პროცენტიანი ბარიერის დაწესების თაობაზე, საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა. შედეგად, არასამთავრობოებმა ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა დატოვეს.

 

კახა კუკავა  არასამთავრობო ორგანიზაციების  პროტესტს უერთდება და აცხადებს, რომ არსამთავრობოები სწორად მოიქცნენ. მისი განცხადებით,  თუ  ძველი საარჩევნო კოდექსი დარჩება,  არჩევნები ჩაიშლება, რადგანაც დღევანდელი კოდექსით ჩატარებიულ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ ექნება.

 

კახა კუკავა, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი: „მადლობელი ვარ არასამთავრობო ორგანიზაციების, რადგანაც ისინი არ დაეთანხმნენ არსებული დრაკონული  საარჩევნო კოდექსის მიღებას. მოვითხოვ,  ან შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი, ან ჩაიშალოს არჩევნები. ამ კოდექსით ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ ექნება.“ 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2456
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია