დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველი სპორტსმენები სოჭში გაემგზავრნენ
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/05 17:24:49

ზურაბ აბაშიძე: „სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით საქართველომ კეთილი ნება გამოხატა“

 

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში  მონაწილეობის მისაღებად  საქართველოს გუნდი სოჭში დღეს გაემგზავრა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე  იყო ოლიმპიური კომიტეტისა და ხელისუფლებისათვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაინც ვამჯობინეთ  წასვლა. ჯერ ერთიმ – ოლიმპიადა ტარდება რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს, იქ,  სადაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტირიის დიდი ნაწილი – აფხაზეთი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

 

მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიმართ კეთილი ნების გამოსახატავად  მიიღო.


ზურაბ აბაშიძე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი: „ჩვენ გვინდა გავმიჯნიოთ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისაგან და არ დავუშვათ სპორტის პოლიტიზირება. გარდა ამისა, რუსეთის მხარეს შევთავაზეთ თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში,  ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, რაც ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაც არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ  იმას, რომ ოლიმპიურ თამაშებში მიწვეული არიან მხოლოდ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები არიან.  გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა,  სოჭში ჩავიდა  სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი  ლეონიდ თიბილოვი და ის მიწვეულია ოლიმპიადაზე, რაც  არალეგიტიმური რეჟიმის სპეც-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა და რაც  სიცრუე აღმოჩნდა. თუმცა, ეს განცხადება საქართველოში გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა განსჯის საგნად აქცია.  მე პირადად გადავამოწმე  ეს ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და მათ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ლეონიდ თიბილოვი სოჭში არ ჩადის. სოჭის ოლიმპიადაში ის  ქვეყნები არიან მიწვეული, რომლებიც მონაწილეობენ ოლიმპიურ თამაშებში, სხვა შემთხვევაში,  ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩავიდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას  ძალიან მნიშვნელოვნად  ვთვლით, იმისათვის, რომ გაბედულად მიგვეღო მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში. ალბათ, გამგები გაიგებს.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2929
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია