დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აფხაზის ლექსები“ ქართულად
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/05 14:02:02

ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებამ ახალგაზრდა აფხაზ პოეტს თემურ ხაჯბას უმასპინძლა.

 

გაიმართა თემურ ხაჯბას ლირიკული ლექსების პირველი კრებულის პრეზენტაცია, სახელწოდებით აფხაზის ლექსები“.

 

ღონისძიებაზე ხაჯბამ  საკუთარ ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ უამბო მოწვეულ სტუმრებს. წაიკითხეს მისი ლექსები და თავადაც გააცნო აუდიტორიას მისი შემოქმედება.

 

თემო ხაჯბა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის III კურსის სტუდენტია. იგი, სავარაუდოდ, ერთადერთი აფხაზი პოეტია, რომელიც ლექსებს ქართულ ენაზე წერს.

 

თემო ქალაქ ოჩამჩირეშია დაბადებული. ორი წლის იყო, როცა წამოიყვანეს ოჩამჩირედან. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა პოეტს არ ახსოვს მაშინდელი აფხაზეთი, დღეს მისი პოეტური შთაგონების წყარო სწორედ მშობლიური მხარეა.


„ეს სახელი და გვარი ბევრჯერ უნდა გაისმას ქართულ სივრცში. ეს არის ძალიან ჭკვიანი, ნაკითხი, წესიერი ახალგაზრდა, რომელსაც აქვს ქართული ცნობიერება, ყოველთვის ეფერება საქართველოს მისი შემოქმედებით. ის ყოველთვის იქნება იმ ტრადიციის მატარებელი, რომელიც საუკეთესო აფხაზებიდან მომდინარეობს. მიხარია, რომ ის ასეთ საქმეს აკეთებს და აქედანვე ემზადება თავისი „ტვირთის“ სატარებლად. ჩვენი ქართველი აფხაზი მალე დაგვანახებს შედეგებს,“ - განაცხადა ბიბლიოგრაფმა  ნანული ცხვედიანმა.


„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, ეს წიგნი ჩემი პირველი შემოქმედებაა. აქ არის ჩემი ძირითადი სათქმელი, ჩემი შინაგანი სამყარო. მე-11 კლასში ვიგრძენი, რომ რაღაც „მაწუხებდა“ თავში და უნდა გადმომეტანა ფურცელზე. გადმოვიტანე და ასე თანდათანობით შეიქმნა ჩემი კრებული. მე აფხაზეთი მაძლიერებს და მე მჯერა, რომ დავბრუნდებით...“ – განაცხადა თემურ ხაჯბამ.


ახალგაზრდა პოეტმა გამოთქვა სურვილი, დამსწრე აუდოტორიას შემდეგი კრებულის პრეზენტაციაზე უკვე აფხაზეთში უმასპინძლოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2866
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია