დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი: „სააკაშვილი ჩვეულებრივი მოქალაქეა, მის მიმართ ბევრი კითხვები ჩნდება“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/04 19:24:58

„არ გამოვრიცხავ, სააკაშვილი  დაიკითხოს და პასუხისგებაში მიეცეს“


არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ე.წ. „მუხროვანის კადრებზეც“ დაისვა შეკითხვა. კადრები, სადაც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განმარტებებზე, რომ ის საქართველოს შიდა პოლიტიკაში არ  ერევა. ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართით აცხადებს, რომ  პროცესები გრძელდება და აჩქარებას არ აპირებენ, განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხში.


 

_ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი, სააკაშვილი კი ჩვეულებრივი მოქალაქეა და მის მიმართ გამოძიებას ბევრი კითხვები უჩნდება და _ არაერთი.  გამომდინარე აქედან,   გამორიცხული არ არის, ის დაიკითხოს და თუ დამნაშავეა,  დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი._ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია