დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შემთხვევა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავი მოცურდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/01 12:36:28

 

დღეს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმრინავი ასაფრენ ზოლზე მოცურდა. აღნიშნულ თვითმფრინავში მყოფი ერთ-ერთი მგზავრის, ნინო ჩერქეზიშვილის განცხადებით, შემთხვევის გამო, აეროპორტმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. 


მისივე თქმით, კომპანია “პეგასუსის” კუთვნილ თვითმფრინავს სტამბოლის მიმართულებით ფრენა დღეს, 07:30 საათზე უნდა განეხორციელებინა. “ასაფრენ ბილიკზე სანამ აფრინდებოდა თვითმფინავი, სიჩქარის აკრეფისას მოყინულ და თოვლიან ბილიკზე მოსრიალდა და ასაფრენი ზოლიდან გადავიდა.

 

საბედნიეროდ, ყველა მგზავრის დროულად გადმოსვლა მოხერხდა და არავინ დაშავებულა. ამ დრომდე არ ვიცით როდის შევძლებთ გამგზავრებას, სატრანზიტო რეისის მგზავრები ვიყავით უმეტესობა და დავაგვიანეთ ჩვენ მარშრუტებზე”, - განაცხადა  ნინო ჩერქეზიშვილმა. მომხდარის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი გადაიდო და აეროპორტიც დროებით დაიხურა, თუმცა როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, ფრენები ნაწილობრივ უკვე აღდგენილია და აეროპორტი სრული დატვირთვით მუშაობას დღის ბოლომდე განაახლებს.

 

წყარო სააგენტო "პირველი"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია