დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თებერვალში დიდი ყინვაა მოსალოდნელი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/29 15:42:53

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.


30 იანვარს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებას იწყებს შავი ზღვის ციკლონთან დაკავშირებული ნოტიო და კავკასიონიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასები, რაც აცივებას, ნალექს და ზოგან ძლიერ თოვლს გამოიწვევს.


31 იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა არსებულთან შედარებით შესაძლებელია, 10 გრადუსით დაეცეს.


თებერვლის დასაწყისში კიდევ უფრო აცივდება, ჰაერის ტემპერატურა შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -10, -15, ხოლო მთაში -17,-22 გრადუსამდე დაეცეს. შესაძლებელია, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ხოლო ელექტრო-გადამცემ სადენებზე შემოყინულობა აღინიშნოს.


აღნიშნული ხასიათის მოვლენა წლის ამ პერიოდისთვის იშვიათია, მაგრამ არ განეკუთვნება ანომალურ კატეგორიას. ამინდის ანალოგიური პირობები თებერვლის თვეში 1970 - 1990-იან წლებში 5-ჯერ, 2000-იან წლებში 3-ჯერ, ხოლო ახლო წარსულში 2012 წელს დაფიქსირდა, - აცხადებენ სააგენტოში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2847
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია