დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების სამინისტროს განცხადება
მანდატურის სამსახური არ უქმდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/28 19:18:34

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კატეგირიულად უარყოფს  სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მანდატურის სამსახური  უქმდება. 

 

მანდატურის სამსახურის რეფორმა წარმატებით განხორციელდა პილოტური პროექტის ფარგლებში. სამსახურს დაემატა ფსიქოლოგიური ცენტრებისა და კარიერის დაგეგმვის ფუნქციები. შესაბამისად, სამსახური სკოლას გაუწევს კომპლექსურ მომსახურებას.  წლის განმავლობაში, რეფორმაზე მუშაობის პროცესში, იმართებოდა დისკუსიები სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებში, ჩატარდა პრეზენტაციები, მოეწყო განხილვები სატელევიზიო ეთერში. 

 

რეფორმიდან გამომდინარე მომზადდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც მოიწონა მთავრობამ და შესაბამისად, კანონპროექტი შევიდა პარლამენტში განსახილვევად.

 

რაც შეეხება მიმდინარე ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 2014 წლიდან მანდატურს სამსახურში ნიშნავს სკოლა,  აღნიშნული ცვლილებები კანონში 2012 წლის 27 დეკემბერს შევიდა.


მიმდინარეობს პროცედურული საკითხების დასრულება, რომ აღვასრულოთ საკანონმდებლო მოთხოვნა. ამ ეტაპზე ფუნქციურად არაფერი არ იცვლება.


ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის მანდატურებს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაცია სოციალური ქსელით (Skype) გაეგზავნათ, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. განათლების სამინისტრო კომუნიკაციისათვის იყენებს ოფიციალურ ელექტრონულ საქმისწარმოების სისტემას.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2760
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია