დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ინტერესები აქვს შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილს გორის ბაზარში?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/26 17:41:36

 პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ლაღიძემ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გორის მოვაჭრეების 2000– ამდე  ოჯახი ულუკმაპუროდ დატოვა. გორის ბაზრის დაკეტვაში გიორგი ლაღიძე გორის საკრებულოს გამგებელსა და შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს ადანაშაულებს, რომლემაც ხელი შეუწყეს უცხოელ ინვესტორებს ეყიდათ ბაზარი, რაშიც გუბერნატორ რუსიშვილის ინტერესები იკვეთება. უფრო მეტიც,  ინვესტორს თანხა "ქართუ ბანკიდან" ჩაერიცხა   კრედიტის სახით 4 მილიონი ლარი.  გიორგი ლაღიძის განცხადებით სწორედ გუბერნატორის ინტერესებში შედიოდა  ბაზრის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, სინამდვილესი ნათლად ჩანს თუ ვინ დგას ინვესტორის უკან_ განაცხადა ლაღიძემ.

  

გიორგი ლაღიძე ( პარტია "მომავალი საქართველოს") ლიდერი:    

 

_ გორის საკრებულოს ხელმძვანელი, გამგებელი და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, მოლაპარაკებების დროს, (რომელსაც მეც ვესწრებოდი) ცალსახად აცხადებდნენ, რომ ე.წ. ინვესტორმა შ.პ.ს."საქართველო- ისრაელის"  პროექტების წარმომადგენელმა  ბაზრის  ტერიტორია 2011 წელს იყიდა და 5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა. ისინი აცხადებდნენ, რომ მათ ამ ბიზნესთან არანაირი კავშირი არ გააჩნდათ, თუმცა, მოვაჭრეებსაც და პირადად მეც დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება არა მედიატორის როლს ასრულებდა, არამედ ცალსახად იცავდა ინვესტორის პოზიციებს.

 

 შემდგომ ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველო -ისრაელის ბიზნესჯგუფს ინვესტიციის განსახორციელებლად კონკრეტული თანხა საქართველოში არ ჩამოუტანია. მათ კრედიტი, 4 მილიონ ნახევარი ლარის  ოდენობით გამოუყო  "ქართუ ბანკმა", ხოლო მაშინდელი ბანკის მმართველი გახლდათ დღევანდელი შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი. აქედან გამომდინარე,  ჩემთვის პირადად ნათელი გახდა, თუ რატომ იცავდა ასე გამალებით ადგილობრივი ხელისუფლება ე.წ. ინვესტორის ინტერესებს, რის ხარჯზეც 2000-მდე ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.

 

 რაც შეეხება ახალ ბაზრობას, რომელსაც მოვაჭრეებს სთავაზობენ, აღნიშნული ტერიტორია ქალაქიდან სამი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მოვაჭრეებისთვის ეს შეთავაზება მათი ბიზნესისთვის არარენტაბელურია_ აცახდებს გიორგი ლაღიძე.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5379
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია