დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
დღეს ჭიათურაში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/01/25 11:10:40

 

სოციალური ქსელით ჭიათურაში საპროტესტო აქციის გამართვაა დაგეგმილი დღეს, 15 საათზე.

 

საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე პრობლემურად ჭიათურა ითვლება. მას უკვე შეერქვა მუნიციპალიტეტი მიწისზედა და მიწისქვეშა პრობლემებით.

 

საერთო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდა, მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების მცდელობისა. ეპიზოდური გაფიცვები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების მიმართვები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჭიათურაში რომელიმე პრობლემა სიღრმისეულად მოგვარებულიყო.

 

გავრცელებული მოწოდება, რომ ჭიათურაში ყველა ადამიანი გამოვიდეს აქციაზე ისევ საკუთარი კეთილდღეობისათვის, 11 პუნქტს მოიცავს:

 

1)   საჯარო ბოდიში სერგეენკოსაგან და განცხადების განმარტება

2) საავადმყოფოს აღდგენა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ

3) ქალაქის სტატუსის აღდგენა

4) სასამართლოს დაბრუნება

5) პროკურატურის დაბრუნება

 6) სასმელი წყლის სისტემის დროული მოწესრიგება

7) რეკულტივაციის დროულად ჩატარება

 8) მდინარე ყვირილის გაწმენდითი სამუშაოების დაუყონებლივ დაწყება

 9) მაღაროელებისათვის შრომის პირობების გაუმჯობესება - ხელფასების ზრდა

10) მაღაროელებისათვის საავადმყოფოს აშენება ინვესტორის მიერ

11) ქალაქის ქუჩების რეგულარულად მორწყვა (რაც შეამცირებს სისმსვნურ დაავადებებს და ქალაქის ჰაერის დაბინძურებას)

 

 

 ცნობისათვის:

· ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ ,,ახალი თაობისმეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჭიათურაში ჯანდაცვის კუთხით ყველაფერი წესრიგში;

 

· ჭიათურას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს ქალაქის სტატუსი (ამისთვის მაჟორიტარი დეპუატატი იბრძვის);

 

· სასამართლო და პროკურატურა ჭიათურაში აღარ არსებობს და საჩხერეში ,,გადაიტანეს“;

 

·  სასმელი წყლის პრობლემა თითქმის ყველა სოფელში მოგვარებულია, გარდა მანგანუმის მოპოვების ტერიტორიებისა და თავად მუნიციპალიტეტის ცენტრისა (ამ საკითხის მოგვარება ,,წყალკანალსდაევალა, ხოლო სოფლად არსებული წყლის სისტემები მუნიციპალური დაქვემდებარებისაა);

 

·  რეკულტივაციის პროცესები გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შარშან დაიწყო (90 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოისმაუნდა განახორციელოს, ხოლო .. ,,ჩამქრალ კარიერებზემუნიციპალიტეტის ძალებით შეიძლება განხორციელდეს გატყიანება);

 

· ყვირილას წყლის ფილტრაცია კომუნისტურ ეპოქაშიც კი ვერ მოხერხდა; მაღაროელთა ხელფასები მცირეა, თუმცა რიგით სამთოელობაც კი ბევრს სანატრელი აქვს იგივე ხელფასი;

 

· საავადმყოფოს აშენებასთან დაკავშირებით კი მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ ,,ქალაქის საავადმყოფოდწოდებული კომპლექსის ერთი კორპუსი შეიძლება გარემონტდეს და ჩადგეს მწყობრში (მან ამასთან დაკავშირებით მიმართა უკვე შესაბამის უწყებებს);

 

· რაც შეეხება ქუჩების მორწყვას, ამასთან დაკავშირებით ორი მოსაზრება არ არსებობს. მძიმე მეტალებისაგან თავის დასაღწევად ცხელ ამინდში ქუჩების გადარეცხვა აუცილებელია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია