,,ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფლების მოყვარულ ერს“, ,,სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისის ახალგაზრდა იურისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა, უკრაინაში მიმდინარე ხმაურიან საპროტესტო აქციებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
,,ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის მისწრაფებებს და გვინდა, ყველას მოვუწოდოთ ერთად თანადგომისკენ! ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, რომელიც თავისუფალი სიტყვის და აზრის გამოთქმისკენ არის მიმართული“ – აღნიშნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ გიორგი ჭიქაბერიძემ.
აქციის მონაწილეებმა ,,სოლიდარობა უკრაინა“– ს სკანდირებით და ტრანსფარანტებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყვეს.