დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პარლამენტის განცხადება
საქართველოს პარლამენტი: "ამ პროცესში უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის ხელისუფლებას"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/23 20:36:08

საქართველოს პარლამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. www.psnews.ge  გთავაზობთ ამ განცხადებას სრულად.


საქართველოს პარლამენტი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებული 

მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო,რამაც ადამიანების დაღუპვა 

და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვიაჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ უკრაინელ ხალხს.

საქართველოს პარლამენტი გმობს ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებასა და ვითარების ესკალაციას

რამაც შესაძლებელია ქვეყანა ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს

 

საქართველოს პარლამენტი იზიარებს ევროპის კავშირისა და აშშ-ის მიერ გაკეთებული განცხადებების სულისკვეთებას და მიაჩნიარომ ძალის გამოყენება და დაძაბულობის

 გაზრდა ქვეყანას ვერ გამოიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან.

 

 ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს მხოლოდ

 დიალოგის გზით მონახონ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდანამ პროცესში უმთავრესი პასუხისმგებლობა 

ეკისრება უკრაინის ხელისუფლებასრომელმაც ყველა ღონე უნდა იხმაროს შექმნილი კრიზისის დაძლევის

 მიზნით ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგისდაწყებისათვის და ვითარების განმუხტვისათვის.



საქართველოს პარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელი ხალხის მისწრაფებას გახდეს თავისუფლებაზეკანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებულიევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და დარწმუნებულიარომ რუსეთი ასოცირების შეთანხმებაზე უარის 

თქმის იძულების გზითვერც უკრაინას და ვერც საქართველოს ვერშეაცვლევინებს ევროპულ არჩევანს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2829
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია