დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისში მოძრავი საქალაქო ტრანსპორტი კრიტიკას ვერ უძლებს, ბიუჯეტის ხარჯზე კვლავ ყოფილი მარალჩინოსნები მდიდრდებიან“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/01/23 17:47:54

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში მოძრავი საქალაქო ტრანსპორტიდან ბიუჯეტში შესულ მიზერულ თანხას აპროტესტებს. წულაიას განცხადებით, ქალაქში მოძრავ ტრანსპორტში არსებული მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არ არსებობს ელემანტარული სისუფთავე და ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ არცერთ პირობას არ ასრულებენ.

„ხელშეკრულებაში ჩაწერილი არცერთი პუნქტი შესრულებული არ არის, არ სუფთავდება ქალაქში მოძრავი ტრანსპორტი. მძღოლებს, რომელთაც დღიურად ათასობით მგზავრი გადაჰყავთ ექიმი უმდა ამოწმებდეს, მაგრამ არცერთი კომპანია  ამას არ უზრუნველყოფს“-განაცხადა გოგი წულაიამ.

მისივე განცხადებით, ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსებიდან ბიუჯეტში მხოლოდ 2013 წლის განმავლობაშო 300 000 ლარი შევიდა, რაც მიზერულია და რეალურად ტრანსპორტიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 3 მილიონი ლარი უნდა შედიოდეს.

„ქუთაისში დაახლოებით 100 ნომერი მიკროავტობუსი მუშაობს, რომელთაც ბიუჯეტში 300 000 ლარი შეაქვთ, ეს არის საუკუნის აფიორა, რადგან მარტო პირველ ნომერ მიკროავტობუსს ტენდერში გამარჯვებული „თეგეტა მოტორსისთვის“ წელიწადში 500 000 ლარი შეაქვს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტში შესული თანხა არის საკმარისი. მოვუწოდებ მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას დაინტერესდეს ამ საკითხით და ამ ქალაქის ხარჯზე კვლავ წინა ხელისუფლების ჩინოვნიკები ნუ შოულობენ ფულს. მერიამ გააუქმოს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულება და ყოველგვარი შუამავლის გარეშე პირდაპირ მიკროავტობუსის მფლობელთან გააფორმოს აღნიშნული ხელშეკრულება, რაც მეტ სარგებელს მოუტანს ბიუჯეტსაც და მძღოლებსაც“-აღნიშნა წულაიამ.

იმ ფაქტს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ხელშეკრულებას არ ასრულებენ  და ტრანსპორტში კარგი მდგომარეობა, რომ  არაა ადასტურებს მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა კეპულაძე.

კეპულაძის განცხადებით, ქალაქში მოძრავი მოძველებული ტრანსპორტი ეტაპობრივად შეიცვლება ახალი ავტობუსებით და მიკროავტობუსებით.

„ქალაქში შემოყვანილია ახალი ავტობუსები და ეტაპობრივად მოხდება შეცვლა. რაც შეეხება ბიუჯეტში შესულ თანხას, ეს ეკონომიკის სამსახურის მიერ არის დათვლილი და ქალაქის პირობებთან შედარებით ნორმალური თანხაა. კომპანიებს თანხის დასაფარად ვადა 25 იანვრამდე მიეცათ, წინაარმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება გაუუქმდებათ“-განაცხადა სამსახურის უფროსმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2345
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია