დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითმმართველობა
ქუთაისში, ლერმონტოვის ქუჩაზე მოსახლეობა "პალიასტომის ტბის" დაშრობას ელოდება
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/22 23:32:47

 

ქუთაისელების  მრავალწლიანი ნატვრა 24 საათიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, ლერმონტოვის ქუჩის მოსახლეობას ცოტა განსხვავებულად აუხდა. უკვე კვირაზე მეტია, წყალი მათ ქუჩაზე მთელი დღის მანძილზე უწყვეტად მოედინება. ოღონდ, ონკანის ნაცვლად – დაზიანებული მილიდან. შესაბამისად, ქალაქის ცენტრალური უბნის სავალი გზა წყლის გუბეეებად არის ქცეული, რაც ადგილობრივებს და გამვლელებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნის.

 


,,აქ სულ ასეთი მდგომარეობაა, ხან ერთი მილი დაზიანდება და ივსება ქუჩები წყლით, ხან – მეორე. მოდიან, დახედავენ და გაკეთებულს ვერაფერს ვხედავთ. ჯერ, ისედაც, ბაზრის გამო, ქუჩა ძალინ ხმაურიანია და სისუფთავის დაცვაც ჭირს. და ამასთან კიდევ ატალახებული გზები...

 

 რამდენი ხანია, გვპირდებიან, წყალი გრაფიკის გარეშე გექნებათო, იმას არ დაადგა საშველი,  ონკანში წყალი გრაფიკით მოდის და ქუჩაზე პალიასტომის ტბა გაგვიკეთეს“ – ამბობს ლერმონტოვის ქუჩის მკვიდრი, დარეჯან ლილუაშვილი.


ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ ბასილაძისთვის კონკრეტული პრობლემა უცნობი აღმოჩნდა: ,,ერთი თვეც არ არის, რაც თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე,  ლერმონტოვის ქუჩის პრობლემის შესახებ აქამდე არ ვიცოდი. ჩვენი სამსახურის მოვალეობაა ზედამხედველობა და მითითებების გაცემა, ხოლო ადგილზე პრობლემა წყალმომარაგების კომპანიამ უნდა აღმოფხვრას, დღეს მათთან საქმიანი შეხვედრა მაქვს და ამ პრობლემის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ“– დაგვპირდა ბატონი მალხაზი.


 

ლერმონტოვის ქუჩის მოსახლეობა იმედს იტოვებს, რომ საუბარს შედეგი მოჰყვება და ქალაქის ცენტრალურ უბანში ,,პალიასტომის ტბა“  მალე დაშრება.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2971
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია