დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
შემოიღებს თუ არა მთავრობა თბილისში ფედერალურ მმართველობას?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/21 01:48:48

თბილისის მერიის მიერ  წარდგენილი ბიუჯეტი საკრებულომ არ დაამტკიცა. ამის შესახებ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი. რა ეშველება ჩავარდნილ ბიუჯეტს და თბილისის მოსახლეობას? იანვრის  თვის სოციალური დახმარება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას არ მიუღია   და გაურკვეველია, თუ როდის მიიღებენ?   ვის ედარდება  მილიონ 600  ათასი ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს?

 

დღეს  საკრებულომ თბილისის  ბიუჯეტი კიდევ ერთხელ ჩააგდო.  ქალაქის მერიამ  ბიუჯეტის ჩაგდების გამო,  პროტესტის ნიშნად მთაწმინდაზე სატელევიზიო ანზძა და გარე   განათება გათიშა.  

 

უკმაყოფილება  2014 წლის თბილისის  ბიუჯეტში სატელევიზიო ანძისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობამ გამოიწვია.  500 ათასი ლარი ანძის შესაკეთებლად იყო გაწერილი. სწორედ ეს თანხა გახდა სადაო. სოციალურად დაუცველებისათვის კი, 300 ათასი ლარი, ეს საკმაოდ მცირე თანხაა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისათვის.

 

ურთიერთგადაბრალების რეჟიმში მყოფი მერია და საკრებულო თბილისელების ბედით ნაკლებად არის დაინტერესებული.   არადა,  ქალაქის ბიუჯეტის ჩავარდნა ისედაც  გაწამებულ მოსახლეობაზე აისახება.     

 

785 მილიონიანი  ლარიან ბიუჯეტში    ხარჯვითი ნაწილი  ბუნდოვანი იყო.  საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, რომ ქალაქის მერიას მანამ არ მისცემენ დაფინანსებას, სანამ  ქალაქის ბიუჯეტის იანვრის თვის  ერთი მეთორმეტედი ნაწილის ხარჯვით ნაწილს არ წარუდგენენ.

 

საკრებულოში ბიუჯეტის ირგვლივ ხმაურიანი განხილვისა და წყევლა–კრულვის შემდეგ, ქალაქის ბიუჯეტი მესამედ ჩავარდა. გამომდინარე აქედან, თბილისის  სოციალურად დაუცველი მოსახლეობაც  ვერ მიიღებს  დახმარებას.

      

სევდია უგრეხელიძე  (თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი):

_  საკრებულომ უარი განაცხადა ბიუჯეტის დამტკიცებაზე, უკვე მესამედ ჩააგდო  ქალაქის ბიუჯეტი, ჩვენ დღეს გავთიშეთ სატელევიზიო ანძა, ეს არის მსოფლიოში აპრობირებული პროტესტის ფორმა.  აქედან ჩანს, თუ რას ნიშნავს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა. ანძის გათიშვა მაინცდამიანც არ დააზარალებს თბილისელებს.


ახლა საკრებულო მერიას სთხოვს, რომ ანძა გაანათოს, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი   აცხადებს, რომ  ანძის რეაბილიტაციისათვის  500 ათას ლარს მოითხოვდნენ.


ირაკლი შიხიაშვილი (თბილისის საკრებულოს თავჯდომარე)

– მერიას მოვუწოდებ, რომ შეწყვიტოს პროტესტი, რადგანაც ანძის გათიშვა საფრთხეს უქმნის ნავიგაციას. შეიძლება, უბედური შემთხვევითაც კი დამთავრდეს. რომელ პრიორიტეტებზეა საუბარი, როდესაც ანძას ნახევარ მილიონად ანათებ და უსახლკაროებისა და გაჭირვებულებისათვის თბილისის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში 300 ათასია გამოყოფილი, რამდენად ნორმალურია ეს?

 

 საკრებულოს უმცირესობის წევრი ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ქალაქის მერიაში შექმილი მდგომარეობით ხელისუფლებას შეუძლია, ისარგებლოს და თბილისში  შემოიღოს ფედერალური მმართველობა, რაც გამოიწვევს ადგილობრივ არჩევნებში პირდაპირ ჩარევას. 

 ირაკლი ნადარეიშვილი (უმცირესობის წევრი):

_   თუ საკრებულო მერიას  თბილისის ბიუჯეტს სამი თვის განმავლობაში არ დაუმტკიცებს, მაშინ ცენტრალური ხელისუფლება ისარგებლებს ამ შემთხვევით და თბილისში  ფედერალურ მმართველობას შემოიღებს.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქის მერის მოვალეობას შეასრულებს მთავრობის მიერ დანიშნული პირი.  რაც  აწყობს კიდევაც ცენტრალურ ხელისუფლებას. ეს  კიდევ ერთ შანსს  აძლევს მათ, რომ თავიანთ ჭკუაზე ჩაატარონ არჩევნები და   ქალაქ თბილისის მერად საკუთარი კანდიდატი გაიყვანონ.

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია