დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მმშ–მ და იმერეთის გუბერნატორმა "ბავშვთა სოფლის" პატარებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს
ავტორი: მარიამ პატარაია
2014/01/19 15:42:36

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია და იმერეთის გუბრნატორი ზაზა მეფარიშვილი  ქუთაისის "ბავშვთა სოფელში" იმყოფებოდნენ და მოზარდებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით პატარებმა ანიმაციური ფილმი სახელწოდებით "პოლარული ექსპრესი" ნახეს. ფილმის დასრულების შემდეგ კი პატარებს სხვადასხვა კომპანიების მიერ მცირე საჩუქრები და ტკბილი სასმელები გადაეცა.

"უკვე მესამედ ვარ აქ, ქუთაისის "ბავშვთა სოფელში". მიმაჩნია, რომ თუნდაც მცირედი ყურადღების და მზრუნველობის გამოჩენა ამ პატარების  მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ანიმაციური ზღაპარი ნახეს ბავშვებმა და ჩვენ კვლავ ბევრ საინტერესო ღონისძიებას ვპირდებით მათ მთელი წლის განმავლობაში",–განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ.

"ჩვენი ბავშვები ნამდვილად არ არიან განებივრებული ყურადღებით და ამიტომ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქუთაისის მერიას და გუბერნიას მხარდაჭერისთვის. ეს დიდი სტიმულია ჩვენთვის",–განაცხადა ქუთაისის "ბავშვთა სოფლის" პროგრამების დირექტორმა ლევან ბალიაშვილმა.

ქუთაისის "ბავშვთა სოფელში" სულ 60, მათ შორის 30 ახალგაზრდული სახლის ბენეფიციარია. მათგან 5 კი უკვე სტუდენტია.  "ბავშვთა სოფელი" აქტიურად ახორცილებს სხვადასხვა სოციალურ პროექტს და ეხმარება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2851
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია