დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტი დედაქალაქს გარეთ
მსოფლიოს მაგალითები მათთვის, ვისაც პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა სურს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/18 19:42:54

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ქუთაისის ყოფილი მერი, გიორგი თევდორაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს სპეციალურად მოძიებულ ინფორმაციას იმათთვის, ვინც ამტკიცებს, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც პარლამენტი დედაქალაქს გარეთ მდებარეობს.


ეს ფაქტები, იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც ამტკიცებს, რომ თურმე, საქართველო ყოფილა უპრეცედენტო შემთხვევა და დაუშვებელია პარლამენტის დედაქალაქის გარეთ განთავსება!!!– აცხადებს თევდორაძე.

 

ევროპა:

ნიდერლანდებში, რომლის დედაქალაქია ამსტერდამი, დედოფლის (ქვეყნის მეთაური) რეზიდენციაც და მთავრობაც (აღმასრულებელი ხელისუფლება) ჰააგაშია. ჰააგაშივე მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის (საკანონმდებლო ხელისუფლების) სხდომები. აქვეა სასამართლო ხელისუფლება, სახელმწიფო საბჭო, საელჩოები. ამსტერდამის, როგორც დედაქალაქის ფუნქცია, მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ იქ , კონსტიტუციის თანახმად, იმართება მონარქის კორონაცია.

 


გაერთიანებული გერმანიის დედაქალაქი ბერლინია, თუმცა, დედაქალაქის ზოგიერთ ფუნქციას კვლავ ინარჩუნებს ბონი. საკონსტიტუციო და ფედერალური სასამართლოები კარლსრუეშია, საფრანგეთის საზღვართან.
ჩერნოგორიაში დედაქალაქად ცეტინეა გამოცხადებული, თუმცა უამრავი ადმინისტრაციული ფუნქცია პოდგორიცეს რჩება. 

 


შვეიცარიაში, ბერნთან ერთად დედაქალაქის ფუნქციებს ითავსებს ლოზანა, სადაც უზენაესი სასამართლოა განთავსებული. 

 


დიდ ბრიტანეთში, ქვეყნის მთავრობა, თუმცა ლონდონის აგლომერაციაშია განთავსებული, ის მაინც ქალაქ ვესტმინსტერის ტერიტორიაზეა, ლონდონის საზღვრებს მიღმა. დედოფლის ერთი სასახლე ლონდონის ტაუერშია, მეორე კი - ბუკინგემის, ვესტმინსტერში. 

 


ფინეთში, ზაფხულში, პრეზიდენტი ჰელსინკის ნაცვლად ნაანტალის ოფიციალურ რეზიდენციაშია. ევროკავშირის ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოები (ევროკომისია და მისიტრთა საბჭო) სხდომებს ატარებენ ბრიუსელში, ხოლო ევროპარლამენტი - სტრასბურგში (საფრანგეთი). 

 


აზია:

მალაიზიის ოფიციალური დედაქალაქია კუალა - ლუმპური. იქ არის პარლამენტიც, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლება პუტრაჯაიაშია გადატანილი, 30 კმ - ის მოშორებით.

 


ფილიპინებზე მანილა ინარჩუნებს დედაქალაქის სტატუსს, თავისი აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოებით, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა დისლოცირებულია ძველ დედაქალაქში, კესონ - სიტიში, თანაც ორივე ქალაქი მანილის აგლომერაციის საზღვრებშია მოქცეული. არის კიდევ ერთი ,,დედაქალაქი, ბაგიო, რომელსაც მინიჭებული აქვს საზაფხულო დედაქალაქის სტატუსი.

 


კუნძულ ცეილონზე, შრი - ლანკას სახელმწიფოს კომერციულ დედაქალაქად ითვლება კოლომბო, ხოლო ადმინისტრაციულად, კოტე, უფრო ზუსტად კი, შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე, სადაც განთავსებულია პარლამენტი და უზენაესი სასამართლო. პრეზიდენტის რეზიდენცია რჩება კოლომბოში. 

 


ისრაელი თავის დედაქალაქად იერუსალიმს თვლის, სადაც განლაგებულია პრაქტიკულად ყველა ცენტრალური სახელმწიფო და სამთავრობო დაწესებულება. თუმცა იერუსალიმი მარადიულ დედაქალაქადაა გამოცხადებული, დროებით ამ ფუნქციას თელ - ავივიც ასრულებდა, სადაც ყველა საელჩოა განთავსებული. იერუსალიმის სტატუსს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესი ნაწილი არ აღიარებს, რადგან ქვეყნის დე - ფაქტო დედაქალაქი დე - იურედ არ ეკუთვნის ისრაელს. ის უნდა დარჩეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმარლესი კომისრის მმართველობის ქვეშ (corpus separatum), ტერიტორიულ წარმონაქმად სამი მონოთეისტური რელიგიის თავშეყრის ადგილად. 

 



აფრიკა:

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმასრულებელი ხელისუფლება პრეტორიაშია განთავსებული, პარლამენტი - კეიპტაუნში, უზენაესი სასამართლო კი - ბლუმფონტეინში.

 


სვაზილენდში, სადაც პარლამენტი განთავსებულის ქალაქ ლობამბაში, დედაქალაქი გახლავთ მბაბანე. ტანზანიაში, ოფიციალური დედაქალაქია დოდომა, საკანონმდებლო ხელისუფლებაა განთავსებული აქ, ხოლო ყოფილ დედაქალაქ, დარ - ეს სალამში უამრავი სამთავრობო ორგანოა შენარჩუნებული.

 


კოტ - დ’ივუარში, თუმცა, ოფიციალურ დედაქალაქად გამოცხადებულია იამუსუკრო, სამთავრობო ორგანიზაციათა უმეტესობა და საელჩოები ისევ ძველ დედაქალაქ - აბიჯანში ბაზირებს.

 


ბენინის ოფიციალური დედაქალაქია პორტო - ნოვო. მთავრობის პრაქტიკული ადგილსამყოფელი კი - კოტონუ. 
ამერიკა: ბოლივიაში კონსტიტუციურ დედაქალაქად სუკრეს თვლიან, თუმცა დედაქალაქის ფაქტიურ ფუნქციებს ლა - პასი ასრულებს, მაგრამ ძველ სუკრეში უზენაესი სასამართლოა ბაზირებული.

 

ჩილეში, თუმცა ოფიციალური დედაქალაქია სანტიაგო, საკანონმდებლო ხელისუფლება, ნაციონალური კონგრესი, ვალპარაისოშია.

 


აშშ - ს დედაქალაქი კოლუმბიის ფედერალურ ოლქში (ვაშინგტონი) ვერ თავსდება და მნიშვნელოვანი ფედერალური დაწესებულებები გვერდით შტატებშია განთესილი: ცენტრალური სადაზვერვო ბიურო - ლენგლიში და პენტაგონი - არლინგტონში (ვირჯინია).

 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის მიერ მოძიებული ფაქტების მიხედვით ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ქართველი პარლამენტარების ნაწილის მიერ პარლამენტის დედაქალაქში გადატანისთვის თავგადაკლული ზრუნვა ქვეყნის განვითარებისთვის ზრუნვა სულაც არ არის და ეს უფრო "პატრიოტიზმის მანტიით" შემოსილ,  "ჭიქაში დატრიალებულ ქარიშხალს გავს"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია