დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
რატომ უწესებენ ქუთაისელებს მზის სხივებზე სანქციებს?
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/18 16:47:07

შპს ,,ალფა+’’ის კუთვნილი მრავალფუნქციური შენობა. მისამართი:  ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N108ა. დამკვეთი შპს ,,ალფა+“  - ამ შინაარსის წარწერით  ჯავახიშვილის ქუჩა #1–სა და რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაკრული აბრა ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.

 

მიწის ნაკვეთი, სადაც შენობის აგება უნდა მოხდეს,  წლების მანძილზე ორ კორპუსს შორის ცენტრალურ შესასვლელს წარმოადგენს. პროექტის მიხედვით,  ,,მრავალფუნქციური’’ შენობა თავისუფალ ფართს  მთლიანად დაიკავებს და კორპუსების, განსაკუთრებით ,  ქვედა სართულების ცენტრალურ ხედად იქცევა.

 

ადგილობრივები  მშენებლობას აპროტესტებენ.

 

ნინო ფარჯანაძე: ,,ხან ამბობენ,რომ ეს ფართი იჯარით გასცეს, ხან ამბობენ, რომ გაიყიდა. ბოლოს და ბოლოს, გაგვაგებიბონ, რას აპირებენ?

 

 ჩვენ ვიცით მხოლოდ ის , რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ამ უსახური შენობის აქ დადგმას, ხალხს უფასოდ სუნთქვის საშუალებასაც აღარ გვაძლევენ, ვირთხები ხომ არ ვართ, სოროებში უჰაეროდ დაგვყარონ?!“

 

 

თინათინ მარდალეიშვილი :,,მოსახლეობა არ დავუშვებთ ამ მიწის გაყიდვას, არც  რაიმე შენობის აებას. თუ გაყიდვა უნდათ, ჩვენ, მოსახლეობა ვიყიდით და სულთამხუთავ შენობას კი არ ავაგებთ, არამედ ლამაზ სკვერს გავაკეთებთ, სადაც დავსხდებით და დავისვენებთ ხოლმე.

 

ჩვენ უკვე მივმართეთ მერიას  განცხადებით, ასამდე ხელმოწერაც გვაქვს მშნებლობის წინააღმდეგ. თუ ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენს სურვილს არ გაითვალისწინებს, პროტესტის სხვა ფორმებს მივმართვათ,  გამორიცხული არ არის, აქ შენობა ღამით ჩაგვიდგან. თუ საჭირო იქნება, სადღეღამისო მორიგეობას გავმართავთ, ამ უკანონობას რომ ხელი შევუშალოთ“

 

 

ადგილობრივების თქმით, მათ პრობლემის თაობაზე ქალაქის არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტისგან, ზაზა ჩხიკვაძისგან  დახმარების დაპირება მიიღეს: ,,ჩხიკვაძემ გვითხრა, დროებით პროტესტის გამოხატვისგან თავი შევიკავოთ და ორშაბათს ჩვენს განცხადებაზე პასუხს მივიღებთ. გვითხრა, რომ საკრებულო ადგილობრივების სურვილის  გაუთვალისწინებლად მშენებლობის ნებართვას არ გასცემს“ – ამბობს თინათინ მარდალეიშვილი

 

 

თუმცა, რეალურად, მშენებლობის ნებართვის არსებობის შესახებ იმავე აბრაში იკითხება: “თვითმმართველი ქალაქის ,ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013წლის აგვისტოს ბრძანება N1024 ,,სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“.  მშენებლობის გამცემი ორგანიზაციის მისამართი: რუსთაველის გამზირი #43 მშენებლობის სანებართვო მოწმობაN000921“

 

ჩვენ დავრეკეთ  ამავე  აბრაზე მითითებულ  საკონტაქტო ნომერზე, რომელიც  მშენებლობის მწარმოებელს ვინმე გიზო ბზიკაძეს საკუთრება აღმოჩნდა.

 

ბზიკაძემ სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ მას დავალებული ჰქონდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ობიეტქის აგება :,, არსებობს პროექტი, მშენებლობის ნებართვა, თუმცა მოსახლეობის პრეტენზიებიდან გამომდინარე, პოლიცია ამ საქმით დაინტერესდა და მათ ყველა საბუთი წაიღეს საქმის შესასწავლად. მე მხოლოდ მშენებელი ვარ და როცა დავალებას მომცემენ, მშენებლობას მაშინ დავიწყებ “.

 

 

ქუთაიის საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა, საკუთარი ხელმოწერით გაცემული ნებართვის მიუხედავად, თემის ირგვლივ კითხვებზე პასუხის მისაღებად  ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურში გადაგვამისამართა.

 

 ამავე სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრო მარჯანიშვილის ინფორმაციით, სანებართვო მოწმობა ჯერ კიდევ მის სამსახურში  მოსვლამდე,  2013 წლის იანვარში გაიცა.  მარჯანიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იგივე მიწის ნაკვეთი 2012 წლის 28 მარს საკურების უფლებით ვინმე მერაბ კეკუტიას გადაეცა. ,,ალფა+” ის უკან კი სხვა პიროვნება დგას.

 

 ,, ზუსტად არ ვიცი, ვინ არის ეს პიროვნება, მაგრამ სავარაუდოდ, კეკუტიამ მიწის ნაკვეთი სხვას მიჰყიდა. რადგან ამ თემას ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, ჩვენ მოვთხოვთ იმ პიროვნებას, რომელიც ,,ალფა+“ის უკან დგას,  რომ თავად მოგვმართოს მშენებლობის უფლების  მიღების თხოვნით.

 

 მეც არ მომეწონებოდა, რომ ჩემი სახლის  ფანჯრებიდან გახედვის და მზის მიწოდების პრობლემა მქონდეს, მაგრამ, როგორც ასეთი, მშენებლობა უკანონო არ არის. პრობლემა თავად კანონშია, რომელიც თავის დროზე დაამახინჯეს და  მზის რეჟიმის მიწოდების საწინააღმდეგოდ შენობების აგების შეზღუდვაზე პუნქტები ამოიღეს. ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება და ისე გადაწყდება, რომ არც მოსახლეობა დაზარალდეს,არც –მეწარმე“ – აცხადებს ანდრო მარჯანიშვილი.

 

 გაჩნდება თუ არა რუსთაველისა და ჯავახიშვილის ქუჩების კონკრეტულ მისამარზე ახალი ,,მრავალფუნქციური“ შენობა, ამ ეტაპზე კვლავ გაურკვეველია, თუმცა გარკვეულია მოსახლეობის პოზიცია: ,,თუკი ჩვენს სახლებში მზის სხივებზეც სანქციებს დაგვიწესებენ და სუნთქვის საშუალებას არ მოგვცემენ, მერიის წინ ვისუნთქებთ და ვიშიმშილებთ კიდეც“      

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4022
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია