დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"პოლიცია ძველებურად საშიშია"–ქუთაისელი ახალგაზრდების პროტესტი სამართალდამცავების მიმართ
ავტორი: მარიამ პატარაია
2014/01/18 16:26:30

 

არასამთვარობო ორგანიზაცია "მომავლის ახალგაზრდული პოზიცია" სამართალდამცავებს   საღამოს საათებში უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლები საღამოს 9 საათის შემდეგ ახალგაზრდებს ქუჩაში გადაადგილებისას დისკომფორტს უქმნიან, ხშირ შემთხვევაში კი მათ მიმართ უკანონო ღონისძიებებს ახრციელებენ.  არასამათავრობო ორგანიზაციამ საკუთარი პროტესტი სპეციალურ წერილში გამოხატა. საპროტესტო წერილში ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამუდმებული შემოწმებითა და ჩხრეკით სამართალდამცავები არათუ აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებას, არამედ ახალგაზრდებს თავისუფალ გადაადგილებას უზღუდავენ.

"კომენდანტის საათი დააწესეს? რატომ მაინც და მაინც 9 საათის შემდეგ ეკრძალება ახალგაზრდებს ქუჩაში სიარული და არა 12 ან 2–ის შემდეგ? ნუთუ სამართალდამცავებს ყველაფრის უფლება აქვთ და ჩვენ არაფრის? საკუთარ ქვეყანაში,  საკუთარ ქალაქში გადაადგილება გვეზღუდება?... პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით ქუთაისის ბედი არ შეცვლილა. ისევ ძველებურად არ დადის ტრანსპორტი საღამოს და ისევ ძველებურად საშიშია პოლიცია,"–ნათქვამია ვრცელ წერილში.

 წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ ქუთაისელ სამართალდამცავებს, ახალგაზრდები,  რეალური საფუძველის არსებობის გარეშე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე მიჰყავთ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც კი ჯარიმას აკისრებენ. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2758
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია