დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია კარიტასის სოციალურ პროექტებს ქუთაისში ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს
ავტორი: მარიამ პატარაია
2014/01/17 15:23:09

საერთაშორისო ორგანიზაცია  კარიტასის წარმომადგენლები  საქართველოში დღეს ქუთაისის მერიას სტუმრობდნენ. საქართველოს კარიტასი, რომელიც კარიტასის ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის იმერეთშიც 18 წელია სხვადასხვა სოციალურ პროექტს ახორციელებს.  ქალაქის მერთან და სოციალური სამსახურის უფროსთან დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს კარიტასი ქუთაისში მიმდინარე პროექტებს ქალაქის ხელმძღვანელობის ფინანსური მხარდაჭერით კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის.

"ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, რომელიც მოიცავს ფინანსურ მხარდაჭერას ქუთაისში ჩვენი პროექტების განხორციელებაში. ჩვენ დაახლოებით 1000–მდე ბენეფიციარი გვყავს უკვე ქუთაისში და 18 წელია ამ საქმეს ვემსახურებით",–აცხადებს  საქართველოს კარიტასის დირექტორი კშიშტოვ გუსტავ კოვალი.

 "ეს ორგანიზაცია არის სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაზე  ორიენტირებული. მათ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქვთ წინადადება განავრცონ თავიანთი პროექტები ქუთაისში ჩვენი დახმარებით და ქუთაისის მერიაც მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში თანადაფინანსების პრინციპით",–განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმ შოთა მურღულიამ.

საქველმოქმედო ფონდი  "საქართველოს კარიტასი" ევროპისა და საერთაშორისო კარიტასის წევრი ორგანიზაციაა. იგი საქართველოში 1993 წლიდან მოქმედებს და სოციალურად დაუცველებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასახმარებლად სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2772
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია