დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერის შეხვედრა მედიასთან
როგორ წაართვეს პატარკაციშვილების ოჯახს ტელეკომპანია იმედი?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/16 19:47:17

 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნლისტებთან გამართულ შეხვედრაზე პატარკაციშვილების ოჯახისთვის ნაციონალების მიერ წართმეულ ტელეკომპანია "იმედზე" საუბრისას განაცხადა, რომ ამ დღეებში გამოქვეყნდება სკანდალური მემორანდუმი, რომელიც შედგა წინა ხელისუფლებასა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის, რაც ბიზნესის წართმევის სამარცხვინო ფაქტია.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი  (პრემიერ–მინისტრი):

 

–გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პატარკაციშვილების ოჯახი თანახმაა, გასაჯაროვდეს ის სკანდალური მემორანდუმი, რომელიც გაფორმებული   იყო პატარკაციშვილების ოჯახთან წინა ხელისუფლების მიერ. დღეს ეს საკითხი იუსტიციის მინისტრს მთავრობის სხდომაზე გამოაქვს, რადგანაც ამ ოჯახისაგან  ოფიციალური მომართვა გვაქვს.  

 

რამდენიმე დღეში მოხდება ამ მემორანდუმის გასაჯაროება.  არა მარტო საქართველოს,  არამედ საერთაშორისო საზოგადოება იხილავს, თუ როგორ მოხდა ამ ოჯახისთვის ბიზნესის წართმევა. ეს იქნება სკანდალი და კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილის ხელისუფლებამ. 

 

ძალიან მკაცრად მოუწევთ მათ პასუხის გაცემა და ყველა იმას, ვინც იყო დამნაშავე,  დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი და მთავარი დავალების მიმცემი. ყველა ისინი პასუხისგებაში იქნებიან მიცემული.

 

არ მინდა, ჩვენს მოსახლეობას დარჩეს იმის განცდა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი შენელდა ან აღარაა/ პირიქით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო 2012 წლის 1 ოქტომბერს, მაშინ, როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში და გაიმარჯვა ხალხთან ერთად. ეს არის უწყვეტი პროცესი, აბსოლუტურად გამჭირვალე და სამართლიანი, კანონის სრული დაცვით.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია