დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
,,სატელიტი პარტიების მსგავსად, ჩვენ "პატრიოტთა ალიანსთან" პოლიტიკურ გარიგებაში არ შევალთ“
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/16 13:41:47

გავრცელებულ ინფორმაციას ,,ქუთაისის პატრიოტთა ალიანსისა“ და ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით საკრებულოს ნაციონალი დეპუტატები ეხმაურებიან .

 

გია უკლებას  აზრით ეს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურად გათვლილი ხრიკია, მათი პარტიის იმიჯის შელახვის მიზნით. ,,ჩვენ არანაირ გაერთიანებას არ ვაპირებთ და მითუმეტეს პატრიოტთა ალინსთან, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები რადიკალურად განსხვავებულია და პატრიოტთა ალიანსთან ყველანაირი პოლიტიკური თანამშრომლობა გამორიცხულია“.

 


 

ორი პოლიტიკური პარტიის გაერთიანების შესაძლებლობას გამორიცხავს საკრებულოს ნაციონალი დეპუტატი დავით გოგისვანიძეც.

 

,,ჩვენ არ ვაპირებთ გავიმეოროთ ის, რაც თავის დროზე ქრისტიან დემოკრატებმა და პატრიოტთა ალინსმა გააკეთეს , ისინი ქართული ოცნების სატელიტი პარტიები არიან. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით დამოუკიდებლად მოაზროვნე და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიმღები პარტია და არასოდეს პოლიტიკურ გარიგებაში არ შევალთ პატრიოტთა ალიანსთან. ჩვენი პარტიის კარი ყველასთვის ღიაა, გარდა თავად პატრიოტთა ალიანსის ყოფილი თუ მოქმედი წევრებისა“.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია