დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უამინდობა
დიდთოვლობამ ჭიათურაში ელექტროენერგიის პრობლემები შექმნა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/01/14 11:47:38

დიდთოვლობამ ჭიათურაში ელექტროენერგიისა და გაზის პრობლემები ისევ წარმოშვა.

 

წუხანდელი თოვის გამო, შიდა  გზები ჩაიკეტა.  სოფლების უმრავლესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

 

გზის საფარის გაწმენდა ამჯერად ჭიათურა–ზესტაფონის მიმართულებით მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ხვალისთვის მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება და გზებიც გაიხსნება.

 

 

ამ დროისათვის ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარი 60 სანტიმეტრამდეა. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა ხვალამდე გასტანს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3326
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია