დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კაცხის სვეტზე მოღვაწე ბერი მაქსიმე შეავიწროვეს?!
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/01/13 20:11:17

კაცხის სვეტი არა მარტო იმითაა ცნობილი, რომ წარმოადგენს ზემო იმერეთის სავიზიტო ბარათს, არამედ იმითაც, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა განდეგილობა და ბერობა ჯერ კიდევ უცხო იყო ჭიათურისათვის, სამონასტრო ცხოვრება წამოიწყო მამა მაქსიმემ. ბერმა მოახერხა საკუთარი ძალებით მონასტრის შემოგარენის გასუფთავება და სამონასტრო ცხოვრების ხელახლა დაწყება.

 

მაქსიმეს სახელს უკავშირდება უკანასკნელი ბერის ნეშტის აღმოჩენა და პატივით დაკრძალვა, მესვეტეობის ტრადიციის აღორძინება, თუმცა იმის გამო, რომ კაცხი ტურისტული მარშრუტის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია, მამა მაქსიმე ვერ ახერხებდა ასკეტურ ცხოვრებას. მისი უშუალო რჩევითა და ზედამხედველობით ადიოდნენ 40 მეტრის სიმაღლის სვეტზე ტურისტი მამაკაცები.

 

ბოლო პერიოდში, კულუარული ინფორმაციით, მამა მაქსიმეს შეუზღუდეს უფლებები, რაშიც ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მეუფეს, დანიელს, ,,ადანაშაულებენ“. სამწუხაროდ, მეუფისა და მამა მაქსიმეს ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. სავარაუდოდ, ბერი თბილისში, საპატრიარქოში წავიდა სიტუაციის გასარკვევად; რაც შეეხება მეუფე დანიელს, მას თავისი რეზიდენცია ჯერ კიდევ არ აქვს საჩხერე-ჭიათურაში.

 

ჭიათურაში საერო პირები საუბრობენ იმაზე, რომ დამსახურებულ იმ ბერს ავიწროებენ, რომლის სახელსაც უკავშირდება კაცხის სვეტის ,,გამოცოხლება“. ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ეპარქიებს შორის და თვით შიდაეპარქიულადაც დაპირისპირებაა.

 

ჩვენმა წყარომ, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, აღნიშნა, რომ ჭიათურა-საჩხერის ეპარქიაში მალულად მიმდინარეობს რჩეული სასულიერო პირების დისკრედიტაცია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5374
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია