დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვეშაპებზე ნადირობის ფესტივალი ყოველწლიურია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/12 17:41:23

ყოველ წელს, ჩრდილოეთ ევროპაში მდებარე ფარერის კუნძულებთან ზღვა იღებება წითლად. წყალი წითლდება ასობით ვეშაპის სისხლით,რომლებსაც ხოცავენ ადგილობრივი მაცხოვრებლები 22 ნოემბერს, ვეშაპეპზე ნადირობის ყოველწლიურ ფესტივალზე "Grindadrap" .

 

ვეშაპების ხოცვა არ ხდება კომერციული მიზნებისთვის. მათ ხორცს თანაბრად ინაწილებს კუნძულის მოსახლეობა. ნადირობის პროცესი შემდეგნაირად ხდება: მონადირეები ვეშაპებს მიერეკებიან სანაპიროსკენ, სადაც ისინი ეჯახებიან კლდეებს და იხოცებიან.  ეს სანახაობა კი დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადგილობრივებს....

 

მიუხედავად ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების კრიტიკისა, აქ ყოველწლიურად მაინც ნადირობენ ვეშაპებზე.  ამ დროს  დაახლოებით 1000 ინდივიდი იღუპება.


 თუ 28 წლის განმავლობაში ვეშაპებზე ნადირობა მორატორიუმის თემა იყო, ნორვეგიაში მას ისევ, დღემდე მისდევენ.  1286 ვეშაპისებრის დაჭერა კი  თევზაობის სეზონის პერიოდშია შესაძლებელი. ნორვეგიამ 1983 წელს,CBI–ის მიერ მიღებული მორატორიუმის მიხედვით, შეწყვიტა ვეშაპებზე თევზაობა.თუმცა 1993 წლიდან ქვეყანა ისევ უფლებამოსილია ამაზე...

 


 ნორვეგია ყოველგვარ საერთაშორისო ზეწოლას ეწინააღმდეგება, განსხვავებით იაპონიისგან, რომელმაც 2010 წლის თებერვალში, ანტარქტიდაში, ნაადრევად შეწყვიტა ზემოხსენებულზე   ნადირობა, "Sea Shepherd"-ის  ორგანიზაციის მიერ მეთევზეებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო.

 


   აღსანიშნავია ფაქტი, რომ ნორვეგიელები სულ უფრო და უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს  ვეშაპებზე ნადირობას და მის ხორცზე მოთხოვნაც საგრძნობლად შემცირდა ბოლო წლებში, მაგრამ ხალხის ეს მცირე ნაწილი არ კმარა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

 


 

ინტენსიური ნადირობის მსხვერპლი ვეშაპების მრავალი სახეობა უკვე მრავალი წელია გადაშენების პირასაა, მაგრამ მონადირე ქვეყნები –  იაპონია,ისლანდია და განსაკუთრებით, ნორვეგია არად აგდებს ამ საფრთხეს და გვერდს უვლიან CBI-ის მოროტორიუმს,რომელიც მუდმივად ცდილობს მათთან მოლაპარაკებას, მაგრამ – ამაოდ.

 



მოამზადა მარიამ ხურციძემ

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11523
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია