დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როკოს ბლოგი
სუროგაცია და ქართველები
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/01/12 03:18:16

 

 ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ სუროგაციის თემაზე ყველა ალაპარაკდა. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ტაქსისტებს ორი დიპლომი აქვთ, მინიმუმ ვერკვევით ექსპერტის დონეზე ატომურ ფიზიკაში, გენეტიკაში, ფილოსოფიასა და ასტრონომიაში (სხვა დანარჩენებზე აღარც ვლაპარაკობ!). ამ ბოლოს თამამად ამბობს ზოგიერთი იმასაც, რომ მისი ინტელექტუალური კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია, რადგან სოციალურ ქსელებში უამრავი ლაიქი აქვს (ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ბევრი 5 უწერია ,,ადნაკლასნიკებში“). ყველაზე ჩუმად მართლა მედიკოსები, გენეტიკოსები, ფსიქოლოგები და სოციოლოგები იყვნენ, რადგან ეს ფაქიზი თემაა და ადვილად არ შეიძლება საუბარი.

 


 „ზოგიერთმა ისიც კი ჩათვალა, თითქოს ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისაგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ. ამიტომაც არის, რომ ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულებიც არიან და ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მეთოდი მისაღებია. შევნიშნავთ იმასაც, რომ თითქმის ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება მას და ცოდვად მიიჩნევს. კათოლიკოს პატრიარქიც და სასულიერო პირებიც ვალდებულნი არიან აღნიშნულის შესახებ გააფრთხილონ მრევლი და საერთოდ საზოგადოება. ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ სადაც თვლის, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს. ეს ეკლესიის მოვალეობაა“, - განმარტა საპატრიარქომ.

 


მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს პრობლემები, ის  რჩება მდიდარ და ავტორიტეტულ ინსტიტუციად. თითქოსდა ეკლესიას უპირისპირდება უჩა ნანუაშვილისა და დავით სერგეენკოს გამონათქვამები (,,ეკლესიამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ისეთ საკითხებზე მსჯელობისას, რამაც კონკრეტული ადამიანების, მით უმეტეს, ბავშვის უფლებები შეიძლება შელახოს“;  „ის ექსპერტები, ვინც აი ეს რეკომენდაცია, აი ეს ანალიზი მიაწოდა პატრიარქს, ალბათ, ვალდებულები იყვნენ, უფრო ღრმად ჩაეხედათ საკითხში და უფრო ყოვლისმომცველი და დახვეწილი ანალიზი გაეკეთებინათ ასეთი ფაქიზი თემის“).

 

 

 საბჭოური პერიოდისათვის მედიცინისათვის კონსერვატორული მიდგომის გარდა ფარულადაც მიმდინარეობდა ნოვაციებზე მუშაობა. საინტერესოა ერთი ქართველი გენეტიკოსის მოსაზრება, რომელიც არ გავრცელდა (რადგან ამ გენეტიკოსს არ აქვს ფეისბუქი!): სუროგაციის შედეგების შესახებ საზოგადოებას სრული წარმოდგენა ექნება 15-20 წლის შემდეგ და ეს იქნება არასასურველიო. ის თემა, რაც 2014 წლის დასაწყისში ,,ამოვქოქეთ“ ქართველებმა, ბევრად უფრო ადრე განიხილებოდა საზღვარგარეთ: ბრიტანულმა ჟურნალმა „ბავშვის ფსიქოლოგია და ფსიქიატრია“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, „სუროგატი ბავშვები აწყდებიან დიდ სირთულეებს გარემოსთან შეგუების საკითხში, გესტაციური (ნაყოფის განვითარების პერიოდის აღმნიშვნელი სიტყვა, სამედიცინო ტერმინია) კავშირის არარსებობა  მშობლებსა და მათ ჩვილს შორის მეტად პრობლემტურია ბავშვებისთვის, ვიდრე გენეტიკური კავშირის არარსებობა ჩვილსა და მშობლებს შორის“. გამოკვლეული ყოფილა ასამდე ოჯახი, რომელთა ნაწილს ჰყოლია სუროგატი ბავშვი, ნაწილს_ბუნებრივი გზით შეძენილი შვილი. სამწუხარო შედეგები აჩვენა კვლევამ: სუროგატულ ოჯახებში ბევრად უფრო ნეგატიური მოვლენები აღინიშნა_აგრესია, ანტისოციალური ქცევები, ემოციური სირთულეები, დეპრესია და თვით სიგიჟეც!

 


 მართალია, ბევრ სუროგაციის შემთხვევას არ ვიცნობ, მაგრამ ერთ-ერთზე დარწმუნებით მინდა გითხრათ: უშვილო ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა სუროგაციით გაეგრძელებინათ თავისი გენეტიკა, რადგან ცოლის ფიზიოლოგია ფეხმძიმობას ვერ ითვისებდა. მოიძებნა სუროგატი დედა, რომელმაც შვა ვაჟი, მაგრამ ამ ბავშვმა, რომელიც სრულიად უდანაშაულოა, ვერ მოიტანა ოჯახური ბედნიერება. ოჯახი, ფაქტობრივად, დაიშალა, მიეძალნენ ალკოჰოლსა და კაზინოებს, რამაც საბოლოოდ მათი ფინანსური გაკოტრება გამოიწვია. მშობლების ფსიქოლოგიური ვითომ შემზადება  და მხოლოდ ,,თავისი გენის“ გაგრძელება არ კმარა იმისათვის, რომ სუროგატი ბავშვი გახდეს ოჯახური ბედნიერების მიზეზი.

 


 მედიკოსების მტკიცებით, ბოლო პერიოდში სუროგაციისადმი (უფრო_კვერცხუჯრედის დონაციისადმი) მოთხოვნა გაიზარდა. ეს აიხსნება იმით, რომ უშვილო წყვილთა რაოდენობა იმატებს სხვადასხვა მიზეზის გამო და სუროგაცია ბიზნესადაც იქცა!  მართალია, სუროგაცია და კვერცხუჯრედის დონაცია ზოგჯერ უკანასკნელი იმედია ოჯახისათვის, მაგრამ სუროგატი დედისათვის აუცილებელი 5 მახასიათებელია გასათვალისწინებელი: ასაკი 21-35 წელი, ჯანმრთელი ჰორმონალური მდგომარეობა, ნორმა სიმაღლესა და წონაში, ალკოჰოლიზმი, ნიკოტინიზმი და ნარკომანია გამორიცხულია, უნდა ჰქონდეს უკვე დედის სტატუსი (ინფორმაცია ეკუთვნის საიტს surrogationcenter.com).

 


 საქართველოში სამი ათასზე მეტი წყვილია უშვილო, გასაშვილებელია ძალიან ცოტა (მათ შორის უმეტესი შშმ ბავშვია, რომლებიც არ სურთ წყვილებს, რადგან, მათი აზრით, უშვილობა სჯობს შშმ პირის შვილად აყვანას. ამის დასადასტურებლად ერთს ვიტყვი: რადგან ბევრ სოციალურ აქციაში ვიღებ მონაწილეობას, ამიტომ შეიძლება ,,გასაშვილებელ ბავშვებზეც შეიძლება მქონდეს ინფორმაცია“ და ამით უშვილო ქალბატონს იმედი ჰქონდა, რომ ფარულ შვილებაში ხელს წავაშველებდი. კარგად ვიცი, რომ ეს დასჯადია და თან ამ ბოლოს მხოლოდ ,,ზედმეტ ადამიანებთან“_შშმ პირებთან მაქვს ურთიერთობა, რომლებიც არ სჭირდებათ ზედმეტ თავის ტკივილად!)

 


 შესაძლოა, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ვინმემ ახალი ვერაფერი აღმოაჩინოს, მაგრამ ერთის თქმა მინდა საბოლოოდ: რად გვინდა ,,მოპარული გენეტიკა“(ნებისმიერი ინტერპრეტაციით), ამქვეყნად ბევრ ადამიანს შეიძლება გავუზიაროთ ჩვენი ქონებაც და სიყვარულიც.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5192
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია