დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მთავრობის სხდომა
პრემიერმინისტრი – "ტყუილა წამოწიეთ ეს ქურდების თემა!" (video)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/10 19:04:36

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პრემიერმინისტრისთვის უცნობი იყო იმ მოსალოდნელი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რაც პარლამენტის შესაძლო განხილვის თემა უნდა გამხდარიყო – საკითხი ეხება "კანონიერ ქურდებსა" და საგადასახადო ცვლილებებს.

პრემიერ-მინისტრის განცახდებით, „ქურდულ სამყაროსთან“ მიმართებაში მთავრობის მიდგომა არ გადაიხედება.  იგივე ეხება საგადასახადო კოდექსსაც. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს მოუწოდა, რომ ჯერ უწყებებს შეუთანხმდნენ და კანონპროექტების ინიცირება შემდეგ მოახდინონ.

„ვისაც არ ეზარება, კანონპროექტების ცვლილებებს აკეთებს, გუშინ ქურდების თემა ტყუიულად წამოწიეს, გაუგებარი იყო. მე ამაზე სიუჟეტები ვნახე, გადაიხედება თუ არ გადაიხედება.  რაზეც ვიცით, რომ არაფერი არ იცვლება და არ გადაიხედება, მაგაზე ნუღარ ვფიქრობთ. უამრავი საქმე გვაქვს, ვმუშაობთ ეკონომიკის განვითარებაზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე და ამ დროს რაღაც  უაზრო თემები მესმის,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია