დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წარსული და დღევანდელობა
საქართველო ღვინის სამშობლოს სტატუსის მეცნიერულად დადასტურებას გეგმავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/07 14:30:32

იმის მეცნიერული დასაბუთებისთვის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ხელისუფლება ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, პროექტი სამეცნიერო ხასიათს ატარებს და მისი მიზანია ქართული ვაზის წარმოშობის სათავეების სამეცნიერო დადგენა და იდენტიფიცირფება, რათა დავა ღვინის სამშობლოს შესახებ არგუმენტირებული იყოს, და შესაბამისი მეცნიერული მტკიცებულებები „მაგიდაზე დაიდოს“.

 

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის წამყვანი მეცნიერები (გენეტიკოსები, დნმ–ის მკვლევარები, არქეოლოგები და.აშ.)  გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. 

 

„ჩვენ გვაქვს ფრაგმენტული მასალა. თუმცა ეს წამყვანი მეცნიერების მიერ აღიარებული არ არის და ამას მუშაობა უნდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ღვინის ქვეყანა ჩვენ ვართ, მაგრამ ამას მეცნიერული დასაბუთება სჭირდება,“– აცხადებს ლევან დავითაშვილი.

 

რაც შეეხება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მარკეტინგული გეგმა ფაქტობრივად დამუშავებულია.


მისი თქმით, ქართულმა მხარემ ქართული ღვინის როგორც ერთიანი ბრენდის მარკეტინგი უნდა მოახდინოს, რადგან ცალკე მუკუზანის თუ ხვანჭკარის რეკლამირება რთულია, როცა ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის პრობლემა დგას. დავითაშვილის განცხადებით, მარკეტინგული კამპანია ორი მიმართულებით წარიმართება – პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ქართული ღვინის რებრენდინგი მოხდება, და მეორე – სამყაროში, სადაც საქართველოც კი უცნობია, და აქ გამოწვევა უფრო დიდია. მეორე მიმართულებაში ლევან დავითაშვილი მიზნობრივ ბაზრებად აშშ–ს, ჩინეთსა და მთელ სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიას ასახელებს.

წყარო "BPI"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია