ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში ორ კვირაზე მეტია ერთ-ერთი მოსახლის ჭიდან ცხელი წყალი ამოდის. გია ღვანიძის ოჯახის წევრები მომხდარს ამ დრომდე ვერ ხსნიან. როგორც ისინი ამბობენ, წყლის ტემპერატურა რამდენჯერმე შეამოწმეს და მუდმივად 54 გრადუსია. 25 მერტიანი ჭის წყალს ღვანიძის ოჯახი წლების განმავლობაში სასმელად იყენებდა, მოულოდნელად კი ჭაში ცხელი წყალი დაგროვდა. მათი თქმით, მსგავსი მოვლენა არც სოფელში და არც მის მიმდებარე ტერიტორიაზე არასოდეს დაფიქსირებულა.
ცხელ წყალს სპეციფიური გემო ან სუნი არ აქვს.