დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ივანიშვილის ფავორიტი
საჩხერლებმა "ჩიხურას" წარმატება გრანდიოზული ქართული სუფრით აღნიშნეს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/12/31 16:22:00

საჩხერის ,,ჩიხურასათვის“ 2013 წელი წარმატებული აღმოჩნდა. 2012-2013 წლების საქართველოს სუპერთასის ფინალში მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე "ჩიხურამ" თბილისის "დინამო" 1-0 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა. გამარჯვებულ გუნდს თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადასცა, თუმცა ამით არ დასრულებულა გუნდისათვის სასიამოვნო სიურპრიზები.

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ ,,ჩიხურას“ გამარჯვება გრანდიოზული მასშტაბით აღნიშნა. სუფრა, რომელიც რამდენიმე ათეული კაცისათვის იყო გაშლილი ჭორვილის სარიტუალო დარბაზში, წინასაახალწლო განწყობას ქმნიდა მოწვეული სტუმრებისათვის.

 

სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ასევე წარმატებები უსურვა ,,ჩიხურელებს“ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ, რომელმაც დახმარების სურვილიც გამოთქვა, თუკი მისი რესურსები გამოადგებოდა გუნდს.შეხვედრა ანსამბლმა ,,იმერმა“ მუსიკალურად გააფორმა.

 

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ამ ღონისძიებაზე ლევან ვასაძე უნდა დასახელებულიყო საჩხერის საპატიო მოქალაქედ, თუმცა ვასაძე შეხვედრაზე არ მისულა. ფრუიძის ,,ჩიხურა“ ფინანსდება ,,ქართუ ჯგუფისაგან“. ამ ფაქტორის გამო, გუნდს უკეთესი მდგომარეობა აქვს, სხვა საფეხბურთო გუნდებთან შედარებით.

 

როგორც ,,ჩიხურას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გუნდის რამდენიმე ათწლეულიან ისტორიაში ეს ყველაზე დიდი წარმატებაა. გუნდს გამარჯვება ასევე მიულოცეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1888
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია