დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში ვეტერან სპორტსმენებს საჩუქრები გადასცეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/27 17:54:42

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ქუთაისის 10 დამსახურებულ ვეტერან სპორტსმენს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცეს და  საჩუქრის სახით  სასურსათო კალათა გადასცეს.

„ ჩვენ დღეს შევხვდით 10 ვეტერან სპორტსმენს, მივულოცეთ ახალი წელი და სიმბოლური საჩუქრები გადავეცით. ქალაქის ხელისუფლება  ყოველთვის იზრუნებს და დააფასებს წარმატებულ სპორტსმენებს“,-განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

ვეტერან სპორტსმენებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა იმერეთის გუბერნატორმაც. ზაზა მეფარიშილმა მათ მადლობა გადაუხადა ქალაქის წინაშე ღვაწლისთვის და წარმატებები უსურვა. 

დამსახურებული სპორტსმენების განცხადებით, მერის და გუბერნატორის ყურადღება და სიმბოლური საჩუქრები მათთვის მნიშვნელოვანია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2792
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია