დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი თევზაძე: "სუბარს ვთხოვ შექმნას მონიტორინგის საბჭო"
2013/12/26 17:17:52

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს სოზარ სუბარს კიდევ ერთხელ საზოგადოებრივი საკონსულტაციო  საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავს რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ექნებათ მონიტორინგის განხორციელების უფლებაც  , რომელიც მისი მოსაზრებით, იფუნქციონირებს მინისტრთან და დაკომპლექტებული იქნება ამ სფეროში გარკვეული პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოქმედი უფლებამდაცველებით. თევზაძის განცხადებით, ამ ინიციატივის საფუძველს წარმოადგენს ის ცალკეული დადასტურებული თუ დაუდასტურებელი ინფორმაციები, რომლებიც საზოგადოებაში პერიოდულად ვრცელდება და უკავშირდება ცალკეულ შემთხვევებს პატიმრების მიმართ არასათანადო მიდგომების თაობაზე. მით უმეტეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიმდინარე პატიმართა შიმშილობის ფონზე

 

განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ზოგიერთი სახის ინფორმაციების გადამოწმებისა და სწორი სამართლებრივი რეაგირებების ხელშეწყობისათვის აუცილებელია ასეთი საკონსულტაციო თუ სხვა მსგავსი ფორმატის საბჭოს ამოქმედება, მისთვის შესაბამისი კომპეტენციის განსაზღვრა და გამართული ფუნქციონირება, რომელიც დარწმუნებული ვართ, რომ შედის ხელისუფლების ინტერესებშიც. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი საკონსულტაციო ან მსგავსი შინაარსის საბჭოს შექმნას მხარს დაუჭერს სამინისტრო, რაც ხელს შეუწყობს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას და პატიმრების უფლებების დაცვის ხელშეწყობას. ასეთი საბჭოს შექმნის იმედს ტოვებს ის მიდგომები, რომელსაც სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობა ავლენს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალეობისა და პატიმრების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია უფლებადამცველ გიორგი თევზაძის განცხადებაში.

ეთერ ბალაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2754
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია