ქუთასის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, უნარშეზღუდული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის თეატრალური დადგმა გაიმართა, სახელწოდებით - „მოპარული ახალი წელი“.
სპექტაკლი ქუთაისის თვითმმართველობის და სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებნით გაიმართა. მას დღის ცენტრის 20 ბენეფიციარი დაესწრო.
„სოციალურ სააგენტოსთან ერთად შევადგინეთ ბავშვების ის კონტინგენტი, რომელთაც შეეძლოთ დასწრებოდნენ დღევანდელ სპექტაკლს, ასეთი დაახლოებით 120 ბავშვი აღმოჩნდა ჩვენს ქალაქში. მსგავსი ტიპის ღონიძიებებით შევეცდებით, საზოგადოებაში ამ ბავშვების უკეთ ინტეგრირებას შევუწყოთ ხელი,“ - განაცხადა მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფოსმა სალომე ფუტკარაძემ.
დღის ცენტრში 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იღებს მომსახურებას. ამჟამად მათი რაოდენობა 20 ბენეფიციარს წარმოადგენს. ცენტრში ხდება როგორც თერაპიული, ასევე შრომითი და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
სპექტაკლის დასაწყისში დღის ცენტრის ბავშვებმა ახალი წლის მისალოცი ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების ბოლოს მათ საჩუქრად ტკბილეული გადაეცათ.
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.