დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქცია პარლამენტთან
აქციის მონაწილეები პარლამენტთან თავის დაწვით იმუქრებიან (ვიდეო)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/25 11:12:04

ამ წუთებში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: ისინი გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვენ. დღეს მათ მოთხოვნას კიდევ ერთი დაემატა: იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა განცხადებით, სასწრაფოდ უნდა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები.

„მოვითხოვთ, დაუყოვნებივ დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები, რადგად ეს დეპუტატები  პარლამენტში უმოქმედოდ სხედან და ხალხისთვის არანაირ სასიკეთო გადაწყვეტილებას არ იღებენ. ჩვენ უკვე დავიღალეთ პარლამენტთან სიარულით და აქციების გამართვით. მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეიდან არ დავიშალოთ, ვიდრე შედეგს არ მივიღებთ. დეპუტატებს არც შევუშვებთ და არც გამოვუშვებთ პარლამენტის შენობიდან. მოტანილი გვაქვს ბენზინი. ვაპირებთ, გადავისხათ და თავი დავიწვათ, რადგან სხვა გამოსავალი  აღარ დაგვიტოვეს.“ – განაცხადა აქციის მონაწილე ირმა კერვალიძემ.

 

პარლამენტთან ამ დროისთვის როგორც ქუთაისელი, ასევე სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულები იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები იმყოფებიან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2983
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია