დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დოკუმენტი
საქართველოს გერმანიაში გასამართლებული პროკურორი ჰყავს _ გიგი უგულავა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/23 22:29:21

გიგი უგულავა მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს


გიგი უგულავამ რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა და საქართველოს მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ნასამართლევობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უგულავამ დაასახელა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მონაცემები გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რომლის ანახმადაც ოთარ ფარცხალაძე ყაჩაღური ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს:

 

„2001 წელს გასამართლებულია გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249 და 245 მუხლებით ყაჩაღური ქურდობისათვის. მიესაჯა პირობითი პატიმრობა 1 წელი და ერთი თვე. მას შეეზღუდა პასიური საარჩევნო უფლება და გარკვეული თანამდებობის დაკავება, ეს შეზღუდვა ალაშია 2016 წლამდე. განაჩენი 2001 წლის 14 მარტს შევიდა ძალაში“, - განაცხადა გიგი უგულავამ და იუსტიციის მინისტრს საქმის გერმანიიდან გამოთხოვა, ხოლო მანამდე ოთარ ფარცხალაძის თანამდებობიდან ჩამოშორება მოსთხოვა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია