დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გადაყენებული უგულავა უგრეხელიძემ ჩაანაცვლა
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/22 17:07:51

თბილისის მერი გიგი უგულავა მერობიდან გვიან ღამით გადააყენეს. უგულავა თვლის, რომ სასამათლომ ლოგიკური გადაწყვეტოილება მიიღო, როდესაც ის არ დააპატიმრა და 50-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა მოსამართლე დალი მეტრეველი, უგულავას თქმით, ბოლოს მაინც ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და ქალაქის მერს თანამდებობა ჩამოართვ, იმ მერს, რომელიც მოსახლეობის 55%–მა არჩია.

 

გიგი უგულავა საქართველოში რჩება  და კვლავ ელოდება სასამარლოს, რომელიც თებერვალში უნდა გაიმართოს. უგულავას წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. უგულავას ადვოკატები სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

 

თბილისის ვიცემერი სევდია უგრეხელიძე, რომელიც ამჟამად ქალაქის მერის მოვალეობას ასრულებს, გიგი უგულავას გადაყენებას ელოდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გაიგო მთავრობის სხდომაზე, როდესაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხმამაღლა განუცხადა, რომ მომზადებულიყო მერობისათვის, ამიტომაც სევდია უგრეხელიძემ ჯერ კიდევ მანამდე გადაიბარა მერის ფუნქციები, სანამ გიგი უგულავას გადააყენებდნენ.

 

სევდია უგრეხელიძე:

ძალიან დიდი ხანია, ისმის მუქარა გიგი უგულავას მიმართ და მის გადასყენებლად, ამიტომ ჩვენ ამისათვის მზად ვიყავით და მე, პირადად, ეს მუქარა მოვისმინე პირველად მთავრობის სხდომაზე. საქართველოსათვის ასეთი ფაქტი ძალიან ცუდის მანიშნებელია. მინდა ვთქვა, რომ ვინაიდან მე ვიცე-მერის თანამდებობაზე ვარ, მიდინარე წლის თებერვლიდან, გარკვეული ვარ ყველა საკითხში (თუმცა, მანამდეც გარკვეული ვიყავი, როგორც საკრებულოს წევრი). ამიტომაც, რადგან ბატონ გიგის და მის გუნდს გაწერილი გვქონდა მთელი რიგი პროექტები, ახლა ყველაფერი ვიცით, რა გავაკეთოთ გიგი უგულავას გარეშე.“ - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2543
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია