დავით შუღლიაშვილის მიერ თბილისში მცხოვრები ბარათაშვილების ოჯახში აღმოჩენილია ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოსურათი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დავით შუღლიაშვილის ქალიშვილი - ლარისა შუღლიაშვილი-შენგელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოა.
„ვფიქრობ, საინტერესო იქნება გაეცნოთ ლიტერატურის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის დავით შუღლიაშვილის სტატიას "ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი" დაბეჭდილი "საბჭოთახელოვნებაში" 1984 წლის N7.
ფოტო აღმოჩენილია 1967 წელს თბილისში მცხოვრები ბარათაშვილების ოჯახში (მოხუცი დიასახლისის დედამთილი იყო "პრელესტ ბაბალე"). ამის შესახებ პირველად დაიბეჭდა 1968 წლის იანვარში", - წერს ლარისა შუღლიაშვილი-შენგელია.
ნიკოლოზ ბარათაშვილის რამდენიმე პორტრეტი არსებობს, თუმცა დღემდე უცნობია, თუ როგორ გამოყურებოდა ის სინამდვილეში.
წყარო "რეპორტიორი" – ანა ნოდია