დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წინასაახალწლო განწყობა
ჭიათურის ნაძვის ხე – "ავთო ბერიძის ქოლგა"?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/12/21 17:14:31

ბოლო დღეებში მედიისა და სოციალური ქსელების ინტერესის სფერო გახდა ჭიათურის ცენტრში დადგმული საახალწლო ნაძვის ხე. პირველად სოციალურ ქსელში ვინმე მოდებაძემ გაავრცელა კონსტრუირების მომენტში გადაღებული ხელოვნური ნაძვის ხე. ნაძვის ხეს ხუმრობით შეარქვეს ,,ავთო ბერიძის ქოლგა“ .


სხვადასხვა გამოცემამ გაავრცელა ნაძვის ხის ფოტოს რამდენიმე ვარიანტი. როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან მახათაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა: ,,ქალაქის ცენტრში აღმართული ნაძვის ხისათვის ერთი თეთრიც არ დახარჯულა ბიუჯეტიდან. მუნიციპალიტეტში უამრავი პრობლემაა და მათ მოსაგვარებლად გვაქვს მიმართული ყველა ფინანსური საშუალება. ეს კონსტრუქცია ,,ნაციონალური მოძრაობისმიერ დატოვებულია. 2008 წლის შემდეგ ჭიათურაში სხვა ნაძვის ხე არ მოურთავთ.


რაც შეეხება ნაძვის ხის განათებას, ჭიათურის განვითარების ფონდმა შეიძინა ნათურები და ელექტროგაყვანილობა და ნაძვის ხე რამდენადმე ღამის განათებით გავალამაზეთ. არ მესმის, რაში სჭირდებათ ამ თემის ასე წამოწევა.“


 რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც საახალწლო ნაძვის ხის ახლომდებარე ტერიტორიაზე შევამჩნიეთ, დავუსვით კითხვა, თუ როგორ შეაფასებდ ამ საახალწლო ატრიბუტს.

 

დავითი (32 წლის): უკეთესი აქ არც არასდროს მდგარა. ალბათ, პომპეზური ნაძვის ხე რომ დაედგათ, იტყოდნენ, რაში ხარჯავენ ფულსო. ბოლო რამდენიმე წელია, ეს კონსტრუქცია ირთვება და არავის აუტეხავს ამბავი მის ესთეტიკურ მხარეზე.

 

 ელისო (27 წლის): სხვა სალაპარაკო თემა აღარ აქვთ? ნიუ-იორკში ხომ არ ჰგონიათ თავი? როცა ამდენი პრობლემაა ჩვენს ირგვლივ, ვინ ამოწმებს ამ ნაძვის ხის ხარისხს და აუცილებლობას?

 

 გულნაზი (58 წლის): უმუშევარია ნახევარ ქალაქზე მეტი და სულ არ მადარდებს ახლა ეს ნაძვის ხე. საახალწლო განწყობა როცა მექნება, მერე დავაკვირდები. ხშირად მიწევს სხვადასხვა ქალაქში გადაადგილება, მაგრამ არსად არ მინახავს ისეთი ნაძვის ხე, რომ ვინმეს აღტაცება გამოეხატოს. სილამაზის აღქმის უნარი არ დამიკარგავს, მაგრამ როცა წყალი არ მოდის ონკანში, რას დავეძებ ნაძვის ხეებს?

 

მოქალაქეთა ნაწილი გულახდილად საუბრობს იმაზე, რომ სოციალურ ქსელებში დაწყებული მსჯელობა ახალი ხელისუფლების (უფროადგილობრივის) დისკრედიტაციას  ემსახურება  და  ,,ქარიშხალი ჭიქაში  ამით არის გამოწვეული.              

 ,,ეს ამბავი იმათი წამოწყებულია, ვისაც პოლიტიკური აღსასრული მალე დაუდგებააცხადებენ psnews-თან საუბარში.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7345
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია