დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შიმშილობის აქცია
კანცელარიის წინ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შიმშილობენ
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/20 18:24:14

ნიკა მემანიშვილი: სამართლიანობა დაუყონებლივ უნდა აღსდგეს

 

ორი დღეა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  კანცელარიის წინ  შიმშილობის აქციას მართავენ.  ისინი პატიმრების შიმშილობას უერთდებიან და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ.Mაქციის მონაწილეების   მოთხოვნით,  თუ  ხელისუფლება არ შექმნის მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიას, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდებს  თავს, ამიტომ ისინი  სამართლიანობის დაუყონებლივ აღდგენას მოითხოვენ.


ნიკა მემანიშვილი, უფლებადამცველი: „1000-ზე მეტი პატიმარი შიმშილობს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის  მოთხოვნით, ამ შიმშილობას ჩვენც ვუერთდებით და  ორი დღეა, ვშიმშილობთ. პროტესტის უკიდურესი ფორმით სოლიდარობას ვუცხადებთ მოშიმშილე პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს.  ადამიანები  ამდენი ხნის მანძილზე უსამართლობის მსხვერპლნი იყვნენ. როგორ შეიძლებოდა სასამართლო დამოუკიდებელი ყოფილიყო  იმ ქვეყანაში, სადაც პარლამენტმა აღიარა 200-მდე პოლიტპატიმარი,  სადაც 9 წლის მანძილზე იყო ტოტალური უსამართლობა, უამრავი ადამიანი იქნა  უკანონოდ გასამართლებული, უამრავ ადამიანს ჩამოართვეს ქონება.  ქართულმა ოცნებამ კი,   ხალხს მისცა დაპირება, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, მაგრამ  არ შეუსრულეს. ოცნების ნდობა  განაპირობა იმან, რომ ხალხი დაიღალა ტოტალური უსამართლობით. თუ ხელისუფლება არ შეასრულებს ხალხის მოთხოვნებს, ისინი თავს  მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდებენ.

 

მიგაჩნიათ, რომ სამართლიანობის აღდგენა   ხელისუფლებას არ სურს?

 

 თქვენ თავად  განსაჯეთ, როდესაც ხელისუფლება დამნაშავეების კოჰაბიტაციაშია შესული და სამართლიანობის აღდგენისათვის  არაფერს აკეთებს, მაშინ საზოგადოებას რჩება იმის განცდა, რომ  ისინი დამნაშავე ხელისუფლებას გაურიგდნენ.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამართლიანობა დაუყონებლივ უნდა აღდგეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3168
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია