დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თავისუფალი ზონის“ წევრებს უშიშროება ავიწროვებს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/20 13:03:12

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლებზე ისაუბრეს.  ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორის, ელისო კეთილაძის განცხადებით, ბოლო დროს მათ წევრებზე უშიშროების მხრიდან ზეწოლის არაერთი ფაქტი განხორციელდა.


„სამწუხაროდ, უშიშროწება კრიმინალური მეთოდებით ცდილობს ჩვენს დაშინებას. რამდენიმე დღის წინ უცნობმა პირმა გამძარცვა, შემდეგ იგივე პიროვნება ჩემს თანამშრომელს სახლთან ელოდებოდა. გვემუქრებოდნენ, რომ  ნუ ვაშუქებთ ვანო მერაბიშვილის პროცესს, თიორემ ჩვენც მის გვერდით აღმოვჩნდებოდით. მსგავსად ქუთაისისა დაშინების მცდელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი „თავისუფალი ზონის" ცაგერის წევრებზე, კონკრეტულად ჟურნალისტ სალომე დავითულიანზე, ეს ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ მან ცაგერში მომხდარი ძარცვის ფაქტი გაახმაურა," – აღნიშნა ელისო კეთილაძემ.


ჟურნალისტ სალომე დავითულიანის განცხადებით, კი უშიშროების წევრები მასზე ინფორმაციას აგროვებენ და მამის სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

 

„ჟურნალისტურ საქმიანობაში ცდილობენ ხელის შეშლას, უშიშროების წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და გამაფრთხილეს, თუ ძარცვის თემაზე მუშაობას არ შევაჩერებდი, მამაჩემს, რომელიც ცაგერის გამგეობაში მძოლოად მუშაობს, სამსახურიდან მოხსნიდნენ, რა თქმა უნდა ამან ვერ შემაშინა. ამის შემდეგ სწრაფად მომავალმა მწვანე ფერის ფურგუნიანი ოპელის მძღოლმა, რომელსაც ტაქსის ნიშანი ეკეთა ფეხებთან გამიჩერა მანქანა,  დაჯახება იმდენად ძლიერად მოხდა, ზედ გადავემხე, მძღოლმა თითი დამიქნია და წავიდა. კარგად მახსოვს მისი გარეგონდა, ჯერჯერობით ამ ფაქტებით სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიგვიმართავს, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ შედეგი არ ექნება. ჩვენი პრესკონფერენციის მიზანია საზოგადოებას გავაგებინოთ მომხდარის შესახებ, რადგან ხვალ შეიძლება ჩვენს ადგილზე ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს,"–განაცხადა სალომე დავითულიანმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2526
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია