დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკოლა
№8 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წლევანდელი მიღწევები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/19 14:53:26

№8 საჯარო სკოლას წარმატებული მოსწავლეები არასოდეს აკლდა. წელს სკოლა განსაკუთრებით ასახელეს მაგდა რობაქიძემ, მარიამ ნებიერიძემ, ნინო გაბელაშვილმა, ლია ჩხეტიანმა.

 

1-5 დეკემბერს მოსკოვში გამართულ მიხეილ ვორონინის სახელობის ტურნირზე სპორტულ ტანვარჯიშში მონაწილეობა მიიღო მე-8 კლასის მოსწავლე მაგდა რობაქიძემ  და გაიმარჯვა „სამ იარაღზე“ ასპარეზობაში. იგი არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გუნდის წევრი, საქართველოს მრავალგზის პრიზიორი და ჩემპიონი. მისი მწვრთნელია გურამ ჯინჭარაძე (სპორტის დამსახურებული მწვრთნელი ტანვარჯიშში).  ტანვარჯიშის ფედერაციისაგან  მაგდა რობაქიძე, როგორც წარმატებული ტანმოვარჯიშე, ღებულობს სტიპენდიას 50 ლარის ოდენობით.

 

 

მე-10 კლასის მოსწავლემ მარიამ ნებიერიძემ მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ჯგუფ BG Generation - ის მიერ ჩატარებულ მათემატიკის ოლიმპიადაში. ქვეყნის მასშტაბით დაიკავა მე-3 ადგილი. დაჯილდოვდა მობილური ტელეფონით.

 

 

მე -10 კლასის მოსწავლე ნინო გაბელაშვილმა მონაწილეობა მიიღო ისტორიის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში. ქვეყნის მასშტაბით დაიკავა მე-3 ადგილი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაჯილდოვდა ფულადი პრემიით – 500 ლარით, ხოლო ქალაქის თვითმმართველობამ ნინოსა და მის ისტორიის მასწავლებელს დავით სულამანიძეს სიგელები და 250 – 250 ლარი გადასცა.

 

 

მე - 10 კლასის მოსწავლე ლია ჩხეტიანმა მონაწილეობა მიიღო ისტორიის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში. წარმატებისათვის დაჯილდოვდა სიგელით და წყნეთში არსებული Buckwood Summer School-ის საგზურით.

 

 

მაგდა რობაქიძე

 

მარიამ ნებიერიძე

 

ნინო გაბელაშვილი

 

ლია ჩხეტიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია