დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია ქუთაისის ცენტრში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/12/18 15:36:38

ლადო მესხიშვილის თეატრის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრებმა  ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს სახელწოდებით  „არა პოლიტიკურ ძალადობას“.  აქციის მონაწილეები მერაბიშვილის განცხადებას იძულების წესით აღიარებითი ჩვენების დაწერასთან დაკავშირებით გამოეხმაურნენ და ხელისუფლების პოლიტიკა გააპროტესტეს.

„ეს არ არის დემოკრატული  სტანდარტები და ჩვენ პროტესტს ვუცხადებთამ  მთავრობის ძალადობრივ  პოლიტიკას.  ძალადობის მეთოდების გამოყენებთ დაკითხვები უნდა
შეწყდეს“,-აცხადებს „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი ელისო კეთილაძე.

 

როგორც აქციაზე გახდა ცნობილი ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს თეონა ბუაძეს, მერაბიშვილის სასამართლო პრცესის გაშუქების  გამო პრობლემები შეექმნა. კერძოდ,  თეონა ბუაძის თქმით, მას გუშინ ღამით  25 წლამდე ორი მამაკაცი  დახვდა  და დაემუქრა. ბუაძე აცხადებს, რომ  მისგან მერაბიშვილის პროცესზე დასწრების  შეწყვეტას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უთხრეს, რომ  ისიც მერაბიშვილის ადგილზე აღმოჩნდებოდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია