დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როკოს ბლოგი
მარათონი შშმ პირებისთვის სახლის შესაძენად
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/12/18 11:20:18

ამ ბოლო დროს ეკოლოგია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხი ერთობ პოპულარული გახდა. მართალია, ის ვერ უსწრებს წინ ლგბტ საზოგადოების საკითხის აქტუალობას, მაგრამ, სანაცვლოდ, არც ტაბურეტი ხვდებათ ეკოლოგებსა და შშმ პირების უფლების დამცველებს, არც მართლმადიდებლობას ამოფარებული გაერთიანებები დევნიან.

გენეტიკური საფუძვლის გარდა, შშმ პირების ,,წყაროარის არასწორი კვებითი რაციონი, გადატანილი სტრესები, მედიკამენტოზური მოწამვლები, არაჯანსაღი გარემო და სხვა ფაქტორები.

 ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები გვამცნობენ, რომ შშმ პირთა რაოდენობა განუხრელად იზრდება და უმეტესად ეს პირდაპირ კავშირშია პოსტინდუსტრიასთან.

6%, როგორც მაჩვენებელი შშმ პირებისა, ბევრგან უკვე 12%-მდე აწეულია, განსაკუთრებულად მოიმატა სმენითი პრობლემების მქონე ადამიანთა რიცხვმა (რაშიც ანტიბიოტიკებს აქვთ ლომის წილი) და ამ საკითხის სიმწვავე ბევრად უფრო წინ წამოწეულია სოციალურად მოუწესრიგებელ ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოშიც.

სოციალური პაკეტის სიმწირე, რომელიც სახელმწიფომ გამოიმეტა შშმ პირებისთვის, ნამდვილად არასაკმარისია. დღის ცენტრების რაოდენობა, რომელიც სად და როგორ იქმნება, როგორ ფინანსდება და რამდენად ხარისხიან სერვისს სთავაზობს ბენეფიციარებს, საკითხავია.

მუსირებს ის აზრი, რომ დიდი თანხების ,,მოღუნვახდება შშმ პირების სახელით. ვინ იცის, რამდენი გრანტი შეიჭამა და ,,გაპრავდაცერებრალური დამბლით დაავადებულების თუ აუტისტი ბავშვების დახმარების საბაბით.

 როცა საჩხერის ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაზე მიმითითეს, ბუნებრივია, პროფესიული ინტერესით მივედი კიდეც იქ, მაგრამ იქიდან ერთობ დადარდიანებული გამოვედი, არა მარტო იმის გამო, რომ ,,შესაჭმელიდა ,,შეჭმულივერაფერი ვნახე, არამედ იმის გამო, რომ ბენეფიციარები ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში მოხვედრილან.

 9 ადამიანი შიშველი ხელით ებრძოდა სტიგმას, რომელიც შშმ პირებს სავალალო მემკვიდრეობად გამოჰყვათ. 20 ათასლარიანი ბიუჯეტი, ქირა, კომუნალური გადასახადები, ჩემი აზრითსაკადრო უმწიფრობაც, საზოგადოების ინერტულობა და არანაირი გრანტი, თავისთავად ჟურნალისტურად მოსაკვლევსაც არაფერს გიტოვებს, მაგრამ ემპათიის დიდ სურვილს გიჩენს.

აქაოდა, ბუს დიდი თავი აქვს და მაგან იტიროს ყვავის ბახალაცო, ეს საკითხი ჩემი ზრუნვის საკითხად ვაქციე. ალბათ, ჩემი ოდნავი წვლილიც არის იმაში, რომ მომდევნო წლიდან საჩხერის მუნიციპალიტეტ  შშმ ბავშვებისთვის 5 ათასი ლარით გაიზრდება დაფინანსება, ცალკე გიორგი გოგატიშვილის (აქტიური შშმ პირია) ატეხილმა აჟიოტაჟმა ადაპტირებული ავტობუსისთვის ,,მოიძიათანხები და საჩხერეში ნელ-ნელა დაიძრა ყინული.

 13 დეკემბერს დიდი ამბით თავი მოვუყარე ზემო იმერეთის ადგილობრივ ხელისუფლებას, თავად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა მარათონისათვის ორგანიზაციები სამლარიან ბილეთებით დავალაშქრინე და საქართველოს ყრუთა კავშირის არაჩვეულებრივმა შემოქმედებითმა ჯგუფმა საჩხერის გაყინულ კულტურის სასახლეში შემოქმედებითი ცეცხლი დაანთო.

ბოლო დროს საჯარო სკოლები არაჩვეულებრივად და ძალიან კარგად შემობრუნდნენ ,,ჩემი საჩხერელი ბავშვებისკენ“, თუმცა ეს არასაკმარისია. სახლის აშენების ან ყიდვის ვერსია აქტიურად განიხილებოდა. უჩვეულოდ ,,დავუტკბიხარაგაულის, საჩხერისა და ჭიათურის ადმინისტრაციებს, ინდუსტრიულ მონსტრად წოდებულ ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოისსდა დეკემბრის ბოლომდე ჯორის სიჯიუტით ველოდები თანხებს, რომლითაც ,,ჩვენ ავაშენებთ სახლს“.

სიჯიუტე თურმე კარგიც ყოფილა. ნამუსზე აგდებაც. ზოგთან ესეც დამჭირდა, მაგრამ უმეტესად კი სმენის პრობლემების მქონე ბავშვების მიერ ,,ნამღერმასაქართველოს ჰიმნმა, დიპლომატიურმა ზნეობრივმა წიაღსვლებმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა სამი ლარიც გააღებინა მავანთ და მეტიც.

 სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ საპარლამენტო ერთ-ერთმა ფრაქციამ ამიკრძალა გახმაურება თანხის გადმორიცხვაზე (ასჯერ მეტიც გადმოერიცხათ და ამ წელიწადში მათ სახელსაც არ ვახსენებდი თუნდაც) და ყველაზე მეტად მაინც ის მიკვირს, რომ ,,ქართუმამ ორგანიზაციის შესახებ არაფერი იცის (თორემ გაქუცული და ,,შემოქმედილარიანები არ დასჭირდებოდათ საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალს). ისე, ბიძინა ივანიშვილის ვალდებულება ამ საქმეში ნამდვილად არ არსებობს. რაღას ვაკეთებთ ჩვენ ამქვეყნად?

ცალკე მოსკოვში ახალგაზრდა მსახიობებმა საქველმოქმედო სპეკტაკლი გამართეს და 8 ათასი დოლარი შეგროვდა, ამის მერე კიდევ თვის ბოლომდე 6 ათას ლარამდე ველოდებით თანხის დარიცხვას და სახლიც აშენდება!

გაზაფხულიდან დავიწყებთ საძირკვლის ჩაყრას და იმედია, ეს თანხა გვეყოფა, რადგან უცებ გაიღვიძა სიკეთის კეთების სურვილმა და პავლე თოდაძემ, პავლე ბაბუმ, თქვა: ეს იმნაირი საქმეა, სამოსახლო რომ მაქვს, ვაჩუქებ ბავშვებსო! 700 კვადრატული მიწა საჩხერეში ამჟამად ოქროს ფასად იყიდება და ახლა იურიდიული მხარე რჩება მოსაგვარებელი.

მერე პროექტსაც ისეთს გავაკეთებთ, რომელიც ადაპტირებული იქნება და გვექნება სახლი საჩხერეში შშმ პირებისთვის. ისე, გეტყვით, რომ აშენებულის ყიდვა უფრო სწრაფად ,,მოასახლიანებდაშშმ პირებს, მაგრამ 35-40 ათასი დოლარი ადვილი შესაგროვებელი რომ არაა, კი იცის ყველამ და თან, საჩხერეში ასეთი ძვირი სწორედ საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ხდება უძრავი ქონება!

ჩემსა და ერთ სახლის გამიდველს შორის ასეთი საუბარი შედგა ტელეფონით:

 _ გამარჯობათ, მე ,,ახალი თაობისდა ,,პოსტკრიპტუმისჟურნალისტი ვარ და სახლის ყიდვა გვინდა შშმ პირებისთვის...

 _ ჩემი სახლი კაი ადგილას დგას და შედი და იცხოვრეს გარდა არაფერი უნდა!

_ რა ღირს?!

 _ 40 ათასი დოლარი, ორსართულიანია და ბაზართან არის ახლოს!

_ ამ თვეში არ გაყიდოთ და მოვიფიქრებთ (დავდექი შაყირის ხასიათზე, რადგან სხვა რა უნდა თქვა და რით უნდა მოერიო იმედგაცრუებას?!)

ახლა მწყდება გული, რატომ არ ვუთხარი უფრო მეტი დრო! ისე, აქ ბოროტებაც არ იქნება, რადგან ამხელა თანხას იმ სახლში არცერთი ბრიყვიც არ გადაიხდის. არც ისე დიდი ხნის წინ ფეისბუქზე წამოვჭერი აზრი: 4 მილიონი ვართ დაახლოებით, აქიდან 1 მილიონიც რომ ვიყოთ კეთილი ნების და თითო ლარი დავდოთ ერთ ფონდში, მილიონად რა კარგ საქმეებს მოვაბამდი-მეთქი თავს. კონტრარგუმენტად ერთმა მითხრა: ლარი რომ შევიტანო ფონდში, 2 ლარი მარტო გადახდის სერვისისთვის დაიხარჯება, საქართველოს ბანკის ტარიფი ასეაო.

 

ისე, მოხალისეებმა ას-ასი ლარი რომ მოვაგროვოთ და მერე დავრიცხოთ, ეგებ ბიძინას ხელებშიც არ დაგვჭირდეს ცქერა. უკვე ნათელია, რომ ივანიშვილის მილიარდები არ გადმოგვეყრება თავზე (კიდევ კარგი, თორემ მერე გეყურებინათ ფეხის ფეხზე შემოლაგება და ერის გაზარმაცება)!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2699
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია