დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკანდალი
„ნაციონალები“ მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/17 17:18:47

ვანო მერაბიშვილის მიერ სასამართლო დარბაზში დღეს გაკეთებული სკანდალურ განცხადებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ. პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა საზოგადოებას ამცნო გასულ პარასკევს საქართველოს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მასზე პირადად განხორციელებული შანტაჟის და მუქარის შესახებ, რაც მოჰყვა მის გატაცებას  სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და  მიყვანას მთავარ პროკურორ ფარცხალაძესთან. ამ უკანასკნელმა მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანს მოსთხოვა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. ფარცხალაძემ ასევე მოითხოვა „დახმარება“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ფაბრიკაციის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარი პროკურორი მერაბიშვილს დაემუქრა ხანგრძლივი პატიმრობით, პირობების მნიშვნელოვანი გაუარესებით და მისი მეგობრებისა და თანამებრძოლების დაპატიმრებით.

 

ამ უკანონო აქტის მიღმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხედავს მთავრობის ცალსახა პოლიტიკას, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც ოპოზიციის პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა და რომლის მიზანია პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება, როგორც ეს არაერთხელ აღნიშნულა „ქართული ოცნების“ ფაქტობრივი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ.

 

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს:

 

·         აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასწრაფოდ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე;

·         გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდეს მთავარ პროკურორ ფარცხალაძეს და სასჯელაღსრულების მინისტრ სუბარს;

·         ამოღებულ იქნას ყველა შესაბამისი ვიდეო დაკვირვების მასალა;

·         განსაჯაროვდეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ყველა ძველი და შესაძლო ახალი გარემო“

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სასამარლო პროცესზე სპეციალური განცხადება გააკეთა და მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის წინააღმდეგ განხორციელებულ მუქარაში დასდო ბრალი. მერაბიშვილი აცხადებს, რომ პარასკევს ის ციხიდან თვალახვეული გაიყვანეს 

 

მერაბიშვილის თქმით, მას პირადად ფარცხალაძემ უთხრა, რომ ჟვანიას საქმეზე თანამშრომლობის შემთხვევაში ქვეყნიდან გასვლის შანსს მისცემდა,  წინააღმდეგ შემთხვევაში, კი ციხეში ყოფნის პირობებს გაუუარესებდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია