დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი ღარიბაშვილი: „ის ცდილობს, დააშანტაჟოს მისი ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/17 16:41:56

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ყოფილი შს მინისტრის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, მერაბიშვილის ბრალდებები შესაძლოა, მიზნად ისახავდეს დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციას, ან მეორეს მხრივ, თავად მიხეილ სააკაშვილის დაშანტაჟებას.

 

ცოტა არ არის, მართლაც, არასერიოზულია ეს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ. ეს გატაცებები, თავზეჩამოცმები, ეს არ არის ჩვენი პირობები და ეს არ უკავშირდება ჩვენ პერიოდს. ჩვენ მსგავსი მეთოდებით არ ვმუშაობთ, თუ რაიმე გვაინტერესებს, მთელი რიგი პროცედურებია, გამომძიებელები შევლენ და დაკითხავენ. უბრალოდ ამის საჭიროება არ არსებობს.

 

ჩემზე უკეთესი რესპონდენტი შეგიძლიათ მოიკითხოთ იგივე ფსიქოლოგებისა და ფსოფოანალიტიკოსების განხრით. ამასთან დაკავშირებით უფრო სერიოზულ და კომპეტენტურ კომენტარს ისინი გააკეთებენ, ან შეიძლება ფსიქიატრებიც. არ ვიცი, ეს რა შეიძლება იყოს. ეს შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაცია დაგეგმილი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგეს შეიძლება მცდელობა იყოს იმისთვის, რომ ახალი პროკურორის დისკრედიტაცია მოხდეს.

 

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს შიშისგან, ამ შეთხვევაში არსებობს რამდენიმე ვარიანტი, თუ რატომ გააკეთა მან ეს განცხადება. ერთი ის, რომ ალბათ, მოჭარბებული შიში აქვს. მე მოვისმინე განცხადებები, რომ დააკავეს ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ძველი თბილისის გამეგობის თანამშრომელი იყო, რომელიც ასევე წარსულში ჟვანიას მძღოლი თუ პირადი დაცვა იყო.

 

მეორე ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ ის ცდილობს, დააშანტაჟოს მისი ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი, რადგან ძალიან უცნაურად დაემთხვა ის დაკავება, თუმცა ის სულ სხვა საქმეზეა დაკავებული. ალბათ, მაინც მოეძალა ეს შიში. ჩემი შეფასებაა ის, რომ ალბათ, უფრო მიზანმიმართული იყო. ერთი ის, რომ გარკვეული პროვოკაცია მოხდეს. მოხდეს ჩვენი ხელისუფლების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და მეორე - სააკაშვილის დაშანტაჟება ვანო მერაბიშვილის მიერ.

 

მან ძალიან საყურადღებო აქცენტები გააკეთა – გააკეთა აქცენტი ჟვანიას ბუნდოვანებით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ასევე მეორე მნიშვნელოვანი  - მიხეილ სააკაშვილის ფინანსურ რესრურსებთან, თუ კაპიტალთან დაკავშირებით. ასე რომ, ერთმანეთში უფრო კარგად გაარკვევენ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის წინააღმდეგ განხორციელებულ მუქარაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პარასკევს ის ციხიდან თვალახვეული გაიყვანეს.  

 

მერაბიშვილის თქმით, მას პირადად ფარცხალაძემ უთხრა, რომ ჟვანიას საქმეზე თანამშრომლობის შემთხვევაში ქვეყნიდან გასვლის შანსს მისცემდა,  წინააღმდეგ შემთხვევაში, კი ციხეში ყოფნის პირობებს გაუუარესებდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3135
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია