დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართალი
კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე ხელისუფლების რეაგირებას ითხოვს!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/17 14:41:57

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ვანო მერაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და ამ ფაქტის გამოძიებას ითხოვს. გთავაზობთ ამ განცხადებას.

 

"არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასაზოგადოებრივი ინიციატივაესწრება ყოფილი შსს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყველა სასამართლო პროცესს და ახდენს მათ მონიტორინგს.


მოვითხოვთ, დღეს 17 დეკემბერს, ყოფილი შსს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ სასამართლო სხდომის დაწყებამდე გაკეთებული განცხადების დროულ გამოძიებას.


კერძოდ, ვანო მერაბიშვილის თქმით იგი წუხელ ორ საათზე თავზეგადაფარებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაიყვანეს და მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შეახვედრეს, რომელმაც თავისუფლების სანაცვლოდ ზურაბ ჟვანიას საქმეში დახმარება და მიხეილ სააკაშვილის ანგარიშების ნომრებს მოთხოვა. დახმარების შემთხვევაში ვანო მერაბიშვილს საზღვარგარეთ გაშვებას და თანხის გადარიცხვას შეპირდნენ.


წინააღმდეგ შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ვერ გამოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მას გაუუარესდება პირობები.


ჩვენი კოალიცია მოითხოვს, გამოძიებულ იქნას აღნიშნული ფაქტი, პირად კონტროლზე აიყვანოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სასწრაფოდ გასცეს პასუხი ვანო მერაბიშვილის განცხადებას."

 

კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივას ხელმძღვანელი

ლაშა ფარულავა

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2552
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია