დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასჯელაღსრულება
პატიმრები ვერც ახალ ფანჯრებს გააღებენ
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/17 14:23:20

სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში ფანჯრების შეცვლა დაიწყეს. პატიმრებმა სახალხო დამცველს აცნობეს, რომ ციხის ადმინისტრაციამ ისეთი ფანჯრებს ამონტაჟებს, რომელთა გაღებაც შეუძლებელია.  

 

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ადგილზე შეისწავლეს ვითარება და გაარკვიეს, რომ №7 დაწესებულებაში ფანჯრების შეცვლის სამუშაოები ნაწილობრივ დაწყებულია. ჩაყენებულია კონდიცირების მილები, რომლებიც მომავალში ფანჯრების სანაცვლოდ უზრუნველყოფს ვენტილაციას. დაწესებულების დირექტორმა დაადასტურა, რომ დამონტაჟებული ფანჯრების გაღება შეუძლებელი იქნება.

 

საქართველოს კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები აუცილებლად მიიჩნევს, რომ პატიმრები მოთავსებული იყვნენ ბუნებრივი განათების პირობებში და არსებობდეს საკანში სუფთა ჰაერის მოძრაობის საშუალება. შესაბამისად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თუნდაც სრულყოფილი ვენტილაციის სისტემა, ვერ ჩაანაცვლებს ბუნებრივი გზით საკანში ჰაერის შესვლის საჭიროებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ №7 სასჯელაღსრულების დაწესებულება განეკუთვნება მკაცრი რეჟიმის თავისუფლების აღკვეთის ადგილს და იქ მოთავსებული პატიმრები, სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლებით დღეში მხოლოდ ერთი საათით სარგებლობენ. ამიტომ, პატიმრობის მინიმალური სტანდარტული წესების დასაცავად, აუცილებელია №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები სარგებლობდნენ ბუნებრივი გზით განათებისა და სუფთა ჰაერის მიღების უფლებით.  

 

წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპის კომიტეტის მოხსენებებში - საქართველოს შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების საკნებში არსებულ ფანჯრებს, რომლებზეც აფარებული რკინის გისოსები და ჟალუზები ზღუდავდა დღის სინათლისა და სუფთა ჰაერის შემოსვლას საკანში. კომიტეტი მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიეღო ზომები, რათა დაწესებულებებში ბუნებრივი განათება და ადეკვატური ვენტილაცია ყოფილიყო.

 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, საქართველოს წინააღმდეგ საქმეებში არაერთხელ მიუთითა ევროპის კომიტეტის ანგარიშებში მოყვანილ ფაქტებზე და აღნიშნული ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად მიიჩნია.

 

 

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების მინისტრს სოზარ სუბარს, უზრუნველყოს სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ფანჯრების დაყენება, რომელებიც საკნების განათებასთან ერთად ბუნებრივ ვენტილაციასაც უზრუნველყოფს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია