დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი ინიციატივა
ლევან ვასაძე პატიმართა გადასახლების მომხრეა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/16 21:11:05

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს პატრიარქის ერთ–ერთი ინიციატივა გაახმოვანა. 

მისი თქმით, დემოგრაფიული აღორძინების ფონდი პენიტენციალურ სისტემაში სასჯელაღსრულების ახალი ფორმის - გადასახლების შემოღების  ინიციატივით გამოდის. ეს განცხადება ლევან ვასაძემ "მაესტროს" ეთერში გააკეთა.


"ახლა გვყავს დაახლოებით 14 ათასი პატიმარი. აქედან არამძიმე დანაშაულზე არ ვიცი რამდენია, მევივარაუდებ, რომ კაცის მკვლელი და მძიმე დანაშაულის ჩამდენი იქ მცირე პროცენტია. ჩვენშეგვიძლია, დაახლოებით, 10 ათასამდე პატიმარზე იმის მაგივრად, რომ ბეტონის გალიაში ლპებოდესდა იქ კარტს თამაშობდეს და გიჟდებოდეს, დავუბრუნდეთ კარგად დავიწყებულ ძველს. ბრიტანეთმაავსტრალია ასე დაასახლა, რუსეთმა ციმბირი და ჩვენ რა ჯანდაბა დაგვემართა!..

 

ვინც ვთქვათ, თაღლითობა ჩაიდინა, იმის მაგივრად რომ იჯდეს ორთაჭალაში და უჯდებოდეს სახელმწიფოს უზარმაზარი ფული, გაკეთდეს ცენტრები ამ ხალხის განსახლებისა და მიეცეს უფლება ოჯახის წევრებს, რომ იცხოვროს მასთან ერთად; ჰყავდეს საქონელი, მუშაობდეს და ჰქონდეს რესოციალიზაციის ბევრად უკეთესი პირობები", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3460
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია